კინო საინტერესო ფაქტები ფილმ "ტიტანიკის" შესახებ 2014, 15 იანვარი, 15:02 გთავაზობთ საინტერესო, ნაკლებადცნობილ ფაქტებს ლეგენდარული ფილმის "ტიტანიკის" შესახებ:
სიტყვები: ''მე მსოფლიოს მეფე ვარ" თავდაპირველად არ იყო სცენარში, მაგრამ შემდგომში ეს ფრაზა შევიდა სიაში :ასი საუკეთესო ციტატა ფილმებიდან.
თავიდან ჯეკ დოუსონის როლზე უნდოდათ ტომ კრუზის აყვანა, კინოსტუდია 20th Century Fox-ის ხელმძღვანელები ბრედ პიტის კანდიდატურასაც განიხილავდნენ მთავარ როლზე, მაგრამ ჯეიმს კამერონმა დაჟინებით მოითხოვა ლეონარდო დი კაპრიო. რეჟისორმა თვითონ მოიგონა ჯეკ დოუსონის პერსონაჟი და მხოლოდ ფილმის გადაღების შემდეგ შეიტყო, რომ "ტიტანიკის" ბორტზე მართლაც იმყოფებოდა მამაკაცი, რომლის სახელი და გვარი იყო ჯოზეფ დოუსონი. ის დაკრძალული იქნა სხვა დაღუპულ მგზავრებთან ერთად ახალი შოტლანდიის სასაფლაოზე და მის საფლავს ყველაზე ხშირად სტუმრობენ ცნობისმოყვარეები. ეს მეორე ფილმია დაღუპულ ხომალდზე, რომელმაც ოსკარი მიიღო. პირველი იყო ფილმი "კავალკადა", გადაღებული 1933 წელს. კეიტ უინსლეტი ერთადერთი იყო მსახიობებს შორის, რომელმაც არ ისურვა ჰიდროკოსტიუმის ჩაცმა გადაღების დროს. ამის გამო მან პნევმონია აიკიდა და გაჭირვებით შეძლო გადაღებების გაგრძელება. ეს ხელები ჯეიმს კამერონისაა, მან თავად დახატა ეს სურათი. თუმცა ფილმის დამონტაჟების დროს საჭირო გახდა კადრის მობრუნება, რადგან კამერონი ცაციაა. ფილმის "ტიტანიკი" გადაღებაზე დაიხარჯა უფრო მეტი თანხა, ვიდრე თავად ხომალდის მშენებლობაზე თავის დროზე. ფილმის ხარჯებმა 200 მილიონი დოლარი შეადგინა. როუზის კაბა ფინალურ სცენაში ერთნაირად გამოიყურება მშრალი და სველიც. სანამ ამ კაბაზე შეჩერდებოდა, დიზაინერმა დებორა ლინ სკოტმა კაბის 24 ვარიანტი შექმნა. მოლი ბრაუნის როლზე თავიდან მოიაზრებოდა ბარბარა სტრეიზანდი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი კეტი ბეიტსზე შეჩერდა. როუზის როლის კანდიდატებს შორის მადონაც იყო. "ტიტანიკი"-ჯეიმს კამერონის მეათე ფილმია, მაგრამ პირველია, რომელშიც არაფერია ნათქვამი ბირთვული საშიშროების შესახებ. ფილმი რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, მსახიობებს ჩაუტარეს 3-საათიანი ლექცია ადამიანების მანერებზე 1912 წელში. გლორია მეიდენი-ერთადერთი ადამიანი იყო ფილმზე მომუშავე ადამიანებს შორის, რომელიც დაბადებული იყო "ტიტანიკის" ჩაძირვამდე. "ტიტანიკი" პირველი ფილმია, საიდანაც ერთი და იმავე როლის შემსრულებელი ორი მსახიობი იყო ნომინირებული ოსკარზე. ოკეანე, სადაც ხდებოდა ფილმის ფინალური სცენის გადაღება-ეს იყო 1 მეტრი სიღრმის უზარმაზარი აუზი . იმისათვის, რომ გაყინული მსახიობები უფრო ბუნებრივი ყოფილიყვნენ, გამოიყენეს სპეციალური პუდრა, რომელიც კრისტალდებოდა წყალთან შეხების დროს. თმებისა და ტანსაცმლისათვის გამოიყენეს სანთელი. ფილმში 1000 მსახიობზე მეტი მასიურ სცენებში მონაწილეობდა. "ტიტანიკი" გახდა პირველი არამუსიკალური ფილმი, რომლის საუნდტრეკმა "ოსკარი " მოიპოვა. ფილმმა მიიღო ოსკარების რეკორდული რაოდენობა, აგრეთვე ამერიკის კინოკადემიის უამრავი ჯილდო. 464 11-ს მოსწონს
|