საზოგადოება პრეზიდენტის ქალიშვილის გამო მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება 2014, 15 იანვარი, 11:46 მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ინტერესი მისი ოჯახის წევრების მიმართ გაიზარდა. ცნობილი გახდა, რომ მას ყავდა ერთადერთი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან და ცხოვრობდა საყვარელ ქალთან, მსახიობ ჩიჩუასთან ერთად. ასევე ცნობილი გახდა, რომ მათ ერთმანეთი შვილებმა, მაშო ჩიჩუამ და ანა მარგველაშვილმა გააცნეს. საზოგადოებას არანაკლებ აინტერსებდა პრეზიდენტის ქალიშვილის პირადი ცხოვრება და მისი ინსტაგრამიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ანა თავის ყოფილ შეყვარებულთან ერთად იყო გადაღებული. მისი ყოფილი შეყვარებული, 25 წლის სოლოლაკელი ბაჩო სირაძეა. იმის გამო, რომ შეყვარებულებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ბაჩო სირაძეს დაუპირისპირდა მაკა ჩიჩუას სიძე, მინდია გოგოჭური ვითარების გარკვევის მიზნით. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბაჩო სირაძის ფეხში დაჭრით დასრულდა. ამ სისიხლიანი დაპირისპირების ფაქტზე აღძრული არის სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით. 3033 13-ს მოსწონს 1-ს არა
|