x
image
worldsport.ge
ლეო მესის ჩაცმულობა საქილიკოდ იქცა

imageმსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გალა-დაჯილდოვებაზე, კატალონიის “ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის ექსტრაორდინალური ჩაცმულობა მთელი მსოფლიოს სალაპარაკო თემა გახდა. ალუბლისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ლეო არაერთმა ესთეტმა თუ ფსევდოესთეტმა გააქილიკა.
საერთოდ, ლეო მესი ჩაცმა-დახურვის დიდად მოყვარული კაცი არ გახლავთ და ისევე როგორც მწვანე მინდორზე, ჩაცმის ამბავშიც ორიგინალური გადაწყვეტილებების მოყვარულია. თუმცა, პრიალა და უცნაური შეფერილობის სამოსით დაჯილდოვებაზე მისი გამოცხადება მაინც მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.imageევროპელ მოქილიკეებს რასაკვირველია არც ქართველები ჩამორჩნენ. ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელებში დაწერილ ქართულ კომენტარებში წაიკითხავთ: “მესი ლილოში “იზმანება”. “ასეთი კოსტუმი 70-იან წლებში ბიძაჩემმა ჩამომიტანა ხარკოვიდან“, “რა უბედურებაა, მესია თუ კოკოითი?!“ და მისთანანი... შენ ხალხს სალაპარაკო მიეცი და...
www.worldsport.ge

7
546
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
546
  
2014, 20 იანვარი, 14:10
ამ ფერებში იმიტო იყვნენ, რომ ბარსას ფერებიაა )) მაგდენსაც ვერ მიხვდეთ...
2014, 16 იანვარი, 16:30
მესი მებონია )))
2014, 16 იანვარი, 1:57
ყველა თავის თავს კი მიხედავს მარა ,მესი რო დაგვჩა ხახამშრალი რა უყოთ?:D:D
2014, 15 იანვარი, 19:55
მართალიხ არ არც მე მომწონს მაგრამ არ არის ლამაზი როცა კაცი გამოდის და ამის გამო აგინებს და ლანძღავს ჩემი აზრიტ არავის საქმე არაა ვინ როგორ იცვამს ან ვინ როორ გამოიყურება ყველამ თვის თავს უნდა მიხედოს
2014, 15 იანვარი, 19:52
გეთანხმები და სხვაგან ეს არც იქნებოდა ესეთი აღსაღნინი,უბრალოდ ირგვლივ ყველა დახვეწილად გამოიყურებოდა და ამიტომ ძალინ იყვირა მისმა სამოსმა :D:D:D
2014, 15 იანვარი, 19:51
ამ კაცს როგორც უსწორდება ისე იცვამს და არავის საქმე არ არის როგორი ფერის შარვალს შეარჩევს
2014, 15 იანვარი, 12:14
მეცოდება გულწრფელად....რა უბედურებაა ამდენი ფული გქონდეს და გემოვნება საერთოდ არ გააგაჩნდეს,ან იმ ცოლს მაინც სად აქვს გემოვნება საერთოდ...საშინელება იყო იმათ გვერდით...
0 1 7