საზოგადოება ბრიტანელმა მოდელმა განაცხადა,რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს 2014, 14 იანვარი, 22:10 ამას წინათ რუსეთში არჩეული იქნა "მის ყველაზე გრძელფეხება" 18 წლის ანასტასია სტრაშევსკაია, რომლის ფეხების სიგრძე 106 სანტიმეტრია(ამის შესახებ ვიუწყებოდი), თუმცა რუს გოგონას მალე გამოეხმაურა ბრიტანელი მოდელი ალექსანდრა რობერტსონი მას შემდეგ, რაც ინგლისური პრესის მეშვეობით შეიტყო, რომ ყველაზე გრძელფეხება გოგო ციმბირელი ანასტასია სტრაშევსკაიაა, მან აღნიშნა, რომ უფრო გრძელი ფეხები აქვს ვიდრე რუს ლამაზმანს. ბლეკპულელი გოგონა აცხადებს, რომ მისი ფეხების სიგრძე 119 სანტიმეტრია და ამიტომაც სწორედ ის იმსახურებს "მის გრძელფეხებას" ტიტულს.სამოდელო კარიერა ალექსანდრამ 18 წლის ასაკში დაიწყო, შემდეგ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ცოტა ხანში ფოტომოდელი გახდა, მისი ფოტოები საქორწინო კაბების და თეთრეულის კატალოგებში ქვეყნდებოდა. სურათზე:ალექსანდრა რობერტსონი და ანასტასია სტრაშევსკაია. 79 2-ს მოსწონს
|