x
image
t.x.
რიგები ძროხის შარდის დასალევად - ეს რეალობაა. კიბოს წამალი მორწმუნეთათვის
imageრიგები ყოველ დილით ადრიანად იწყება, ზოგს სურს, თავისი თვალით შეხედოს როგორ მოშარდავს ძროხა და თბილ-თბილი დალიოს. ინდუსი მორწმუნეების რიგები თანდათან იზრდება და სჯერათ, რომ ძროხის შარდი მრავალ დაავადებას კურნავს. ინდუსი მორწმუნეები თვლიან, რომ ძროხა წმინდა ცხოველია და მისი შარდი ღვთიური თვისებებით გამოირჩევა. image

42 წლის ჯაირამ სინგალი უკვე ათ წელზე მეტია ყოველ დილას ძროხის შარდს მიირთმევს და ირწმუნება, რომ მისი ჯანმრთელობა სწორედ ამის შედეგია. ის ამბობს: "მე დიაბეტი მაქვს. რაც ძროხის შარდის სმა დავიწყე, შაქრის დონე სტაბილურია. მე უკვე 12 წელია, ყოველ დილით პირველ საქმედ შარდის სმა მაქვს დაგეგმილი. აქ ბევრი ხალხი მოდის, უკანასკნელ დროს კი მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ჩვენ ყოველ დილით ვიკრიბებით და ძროხის შარდს ვსვამთ. ადრე ცოტანი ვიყავით, ახლა კი სულიერი ლიდერებიც შემოგვემატნენ."image

ინდუსებს სჯერათ, რომ შარდის სმა შველის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, კიბო, ტუბერკულიოზი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ასევე თვლიან, რომ ის ერთად-ერთი წამალია სიქაჩლის წინააღმდეგ.

მათთვის მხოლოდ ორი რამაა წმინდა: ერთი-მდინარე განგის წყალი, ხოლო მეორე-ძროხის შარდი.


საინტერესოა ისიც, რომ ყველანაირი ძროხის შარდი დასალევად არ ვარგა ის უნდა იყოს აუცილებლად ისეთი პირუტყვის, რომელსაც ჯერ ხბო არ გაუჩენია და ამასთანავე უნდა ავიღოთ ადრე დილით, მზის ამოსვლამდე.image

ისინი ამბობენ, რომ ჰყავთ მოწინააღმდეგეები, მაგრამ მათ სიტყვებზე კი არ ჯავრობენ, არამედ უმეცრებად თვლიან, ფიქრობენ, რომ მათ არ იციან, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ ღვთიურ სითხეს. თვლიან, რომ ძროხის შარდით შეუძლიათ დაიწყონ სხვადასხვა ნივთების წარმოება, როგორიცაა დასაბანი საპონი, კბილის პასტა, თვალის წვეთები და კარგადაც გაყიდიან. imageimage

8
857
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
857
  
2014, 14 იანვარი, 16:25
ქართველები რომ იყვნენ განსხვავებულებით მივიდოდნენ :D
2014, 14 იანვარი, 16:23
მთავარია რა მუღამს უჭერ )))
2014, 14 იანვარი, 16:11
სხვათაშორის სადღაც წავიკითხე რო ბავშვის შარდს სვამენ და ძროხის თან ამხელა ჭიქებით და ყოველ დილით? :'(
2014, 14 იანვარი, 16:07
ყველას თავისი ოფოფები ყავს, თუ სწამთ ალბათ განიკურნებიან კიდეც. ადამიანის ორგანიზმი ჯერაც შეუსწავლელი ფენომეია. რწმენას, არა აქვს მნიშვნელობა რის, შეუძლია განკურნოს ადამიანი.
2014, 14 იანვარი, 16:06
აბა მოდი ამ შარდით ჩვენ გაგვიმარჯოს მეგობრებო...ხვავი,დოვლათი,ბარაქა და შარდი არ მოგვაკლოს წმინდა ძროხამ :D
2014, 14 იანვარი, 16:04
განგვკურნე წმინდაო ძროხავ :D
2014, 14 იანვარი, 13:50
ვაი ამათ პატრონს :))
2014, 14 იანვარი, 13:03
გული მერევა
0 1 8