სხვა რიგები ძროხის შარდის დასალევად - ეს რეალობაა. კიბოს წამალი მორწმუნეთათვის 2014, 13 იანვარი, 21:11 რიგები ყოველ დილით ადრიანად იწყება, ზოგს სურს, თავისი თვალით შეხედოს როგორ მოშარდავს ძროხა და თბილ-თბილი დალიოს. ინდუსი მორწმუნეების რიგები თანდათან იზრდება და სჯერათ, რომ ძროხის შარდი მრავალ დაავადებას კურნავს. ინდუსი მორწმუნეები თვლიან, რომ ძროხა წმინდა ცხოველია და მისი შარდი ღვთიური თვისებებით გამოირჩევა.
42 წლის ჯაირამ სინგალი უკვე ათ წელზე მეტია ყოველ დილას ძროხის შარდს მიირთმევს და ირწმუნება, რომ მისი ჯანმრთელობა სწორედ ამის შედეგია. ის ამბობს: "მე დიაბეტი მაქვს. რაც ძროხის შარდის სმა დავიწყე, შაქრის დონე სტაბილურია. მე უკვე 12 წელია, ყოველ დილით პირველ საქმედ შარდის სმა მაქვს დაგეგმილი. აქ ბევრი ხალხი მოდის, უკანასკნელ დროს კი მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ჩვენ ყოველ დილით ვიკრიბებით და ძროხის შარდს ვსვამთ. ადრე ცოტანი ვიყავით, ახლა კი სულიერი ლიდერებიც შემოგვემატნენ."
ინდუსებს სჯერათ, რომ შარდის სმა შველის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, კიბო, ტუბერკულიოზი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ასევე თვლიან, რომ ის ერთად-ერთი წამალია სიქაჩლის წინააღმდეგ.
მათთვის მხოლოდ ორი რამაა წმინდა: ერთი-მდინარე განგის წყალი, ხოლო მეორე-ძროხის შარდი.
საინტერესოა ისიც, რომ ყველანაირი ძროხის შარდი დასალევად არ ვარგა ის უნდა იყოს აუცილებლად ისეთი პირუტყვის, რომელსაც ჯერ ხბო არ გაუჩენია და ამასთანავე უნდა ავიღოთ ადრე დილით, მზის ამოსვლამდე. ისინი ამბობენ, რომ ჰყავთ მოწინააღმდეგეები, მაგრამ მათ სიტყვებზე კი არ ჯავრობენ, არამედ უმეცრებად თვლიან, ფიქრობენ, რომ მათ არ იციან, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ ღვთიურ სითხეს. თვლიან, რომ ძროხის შარდით შეუძლიათ დაიწყონ სხვადასხვა ნივთების წარმოება, როგორიცაა დასაბანი საპონი, კბილის პასტა, თვალის წვეთები და კარგადაც გაყიდიან. 857 7-ს მოსწონს
|