x
image
worldsport.ge
“ნაპოლი” მ’ვილას ტრანსფერზე ვერ შეუთანხმდა

imageიტალიური “ნაპოლის” წინადადებამ ფრანგ ნახევარმცველ იან მ’ვილას ტრანსფერთან დაკავშირებით ყაზანის “რუბინის” ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ნეაპოლელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური ნახევარმცველის შეძენას გეგმავენ, მაგრამ ჯერჯერობით მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება.
“ნაპოლი” თავდაპირველად რაჯა ნაინგოლანის შეძენას ცდილობდა, რომელიც საბოლოოდ “რომაში” გადავიდა, მაქსიმ გონალონი კი, “ლიონმა” არ გაუშვა. გუნდის მომდევნო სამიზნე იან მ’ვილა გახდა, რომელიც “რუბინის” ღირსებას იცავს.
იტალიელები მზად იყვნენ, რომ 23 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით წაეყვანათ და 2 მილიონი ევრო გადაეხადათ, ზაფხულში კი, მ’ვილას შეძენის შემთხვევაში რუსულ კლუბს კიდევ 10 მილიონ ევროს ჩაურიცხავდნენ. ასეთმა ფინანსურმა პირობებმა ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირაში განახლდება.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0