ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, ქალაქი სოჭი დახურულ ქალაქს ემსგავსება.
2014, 9 იანვარი, 21:00
ოლიმპიადის დაწყების მოახლოებასთან ერთად სოჭი დახურულ "ზონას" ემსგავსება. ადგილობრივი მცხოვრებლების აზრით მათი ქალაქი უკვე იმდენად შემოსაზღვრეს სპეციალური ღობეებით, რომ მეტისმეტად დათრგუნულად და შეზღუდულად გრძნობენ თავს. განახლებული რკინიგზის ვაგზალი უკვე შემოისაზღვრა მაღალი, რკინის კონსტრუქციის ღობეებით. ეს უსაფრთხოების დაცვა კი არა ნამდვილი ღია "ზოოპარკია" აცხადებენ ადგილობრივები, ქალაქის სტუმრები კი რკინიგზის სადგურის ნახვაზე "შოკში ვარდებიან" რკინის მაღალი ღობეების გამო. ნუთუ ქალაქი სოჭი იმდენად სახიფათო ქალაქია, რომ აუცილებელი გახდა ლამის მთელი ქალაქის რკინის ღობეებით შემოესაზღვრათ? პოლიციის და სპეციალური სამსახურების იმედი როგორც ჩანს აღარ უნდა გვქონდეს აცხადებენ სოჭის მოქალაქეები. სადღეისოდ საკმაოდ დიდი ადგილია შემოსაზღვრული რკინის მაღალი ღობეებით. გასაგებია, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე ათასობით სტუმარს ელოდებიან, მაგრამ მე ვფიქრობ ასეთი დონის უსაფრთხოების ზომების მიღება რუსულ მხარეს აიძულა, ვოლგოგრადში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა. გარდა ამისა კავკასიის "იმარატის" მეთაურმა დოკუ უმაროვმა სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის ბრძანება მისცა მის დაქვემდებარებაში მყოფ "ბოევიკებს". გთავაზობთ სურათებს სოჭიდან.
მე არა ვარ ტერაქტების მომხრე!!!
ჩარჩნენ წინა საუკუნეებში, თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრად ეფექტური და იაფი გამოსავალია ვიდრე ეს რკინის ღობეები.