x
image
ონოფინტე
ჯუმბერ ლეჟავა-ლეგენდარული მოგზაური

imageდიდი ადამიანები ჩვენ გვერდით უჩინრად ცხოვრობენ, ბავშვივით უშუალონი და წრფელნი არიან, სხვის ღვაწლს, თუნდაც მცირედ მნიშვნელოვანს, ერთიორად აფასებენ, თავად კი, მოკვდავთა პირობაზე, სასწაულების მოხდენა ძალუძთ. ასეთია ჯუმბერ ლეჟავა-მართალი, შეუვალი, პრონციპული, მიზანსწრაფული, ადამიანების ქომაგი და მოყვარული, თავისი ღვაწლით სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული. მან უჩვეულო ნებისყოფის წყალობით მძიმე დაავადება დაამარცხა. თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად უნიკალური გინესის რეკორდი დაამყარა. პროფესიით კიბერნეტიკოსმა მეცნიერებაში თავისი სათქმელი ღირსეულად ამოწურა . შემდგომ საზოგადოება კიდევ ერთი, ლეგენდარული მსვლელობით განაცვიფრა: თითქმის უსახსროდ, მარტოდმარტომ ველოსიპედით 3.333 დღიანი (111 თვე, ცხრა-ნახევარი წელი) მოგზაურობა განახორციელა, 238 ქვეყანა დალაშქრა. ეს რეკორდი სხვადასხვა მასშტაბით, კიდევ ორჯერ გაიმეორა. ექსტრემალურ პირობებში მოუწია ყოფნა. არ გატყდა, არ დანებდა. სამშობლოს ერთგულება უცხო ქვეყნების წარმომადგენელთაგან შემოთავაზებულ მილიონებზე არ გაცვალა. საქართველოს ღირსება და სახელი დაჰქონდა ყველგან.

0
78
17-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0