სხვა ჩაი 2014, 15 თებერვალი, 0:08 ჩაი ნაზი დელიკატური პროდუქტია და მისი დაყენება აუცილებელია წესების ზუსტი დაცვით. მნიშვნელობა აქვს როგორ ვინახავთ ჩაის ოჯახის პირობებში. მშრალი ჩაის შენახვა უმჯობესია ფაიფურის ან მინის ჭურჭელში, ჰერმეტულად დახურული სახურავით; ჭურჭელი უნდა მოვათავსოთ თბილ, მშრალ, ადგილას, რომელიც ხშირად ნიავდება. ცუდად შენახულ ჩაის სწარაფად ეკარგება თვისება. ჩაის მოსახარშად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ახლად ადუღებული წყალი. ფაიფურის ჩაიდანს გამოვავლოთ მდუღარე წყალი. ჩავყაროთ ჩაიდანში მშრალი ჩაი (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე), დავასხათ მდუღარე წყალი, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 5-10 წუთი. ამის შემდეგ კოვზით მოურიოთ, დავამატოთ წყალი და კიდევ გავაჩეროთ 3-5 წუთი. თუ ჩაის შენარჩუნებული აქვს სიმაგრე და არომატი, მეორედ ხმარებისას შეიძლება დაემატოს მხოლოდ მდუღარე წყალი. 173 14-ს მოსწონს |
მე ჩაის მოყვარული ვარ და ......................:))))))))