x
image
ონოფინტე
ბავშვის აღზრდა

imageბავშვები და მოზარდები, რომლებიც სპორტულ ცხოვრებას მისდევენ და დროის მნიშვნელოვან ნაწილს სუფთა ჰაერზე ატარებენ, ყოველთვის კარგად და სასიამოვნოდ გამოიყურებიან.მათ, ვისაც გასუქების ეშინიათ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ფიზიკური ვარჟიში უზრუნველყოფს კარგ მადას წონაში მატების გარეშე და უფრო მეტიც, ქმნის პირობას ჭარბი წონის დაკლებისათვის. მცდარია აზრი-თითქოს ადამიანის აღნაგობაში გადამწყვეტი როლი აქვს მემკვიდრეობას და ამიტომ ამ მიზნით ფიზიკური ვარჟიშებისთვის დროის დაკარგვა არ ღირს. მემკვიდრეობის როლი მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა-გადამწყვეტი.თუ ადამიანს ბავშვობიდანვე მივაჩვევთ ვარჟიშს, დიდი შანსია, რომ მან კარგ ფიზიკურ განვითარებას მიაღწიოს.
ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასიკეთოა ფეხით ხშირად სიარული. კარგია, თუ ბავშვი შეძლებისდაგვარად ბაღში ან სკოლაში ქვეითად ივლის. მათი ფეხით გასეირნება მშობლისთვისაც ვარჟიშად ჩაითვლება. ჯობს ბავშვმა თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი სუფთა ჰაერზე გაატაროს და არ მიეჯაჭვოს კომპიუტერს ან ტელევიზორს.
სასურველია, მოზარდი ადრეული ასაკიდანვე ვარჟიშობდეს, სპორტის რომელიმე სახეობას მისდევდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ პატარა ბავშვის დიდ სპორტთან თანაზიარი საფრთხილო საქმეა. მან შეიძლება, სულ მცირე, ბავშვის ორგანიზმის ცალმხრივი განვითარება გამოიწვიოს. ამასთან, დატვირთული და არაქათგამომცლელი ვარჟიშები ბავშვისთვის არასასიამოვნო პროცესი გახდება და სპორტის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს. პროფესიულ სპორტში ჩართვა დიდ დაფიქრებას მოითხოვს და მოზარდის საზიანოდ არ უნდა წარიმართოს. ამისთვის საჭიროა, სწორად განვსაზღვროთ ბავშვის შესაძლებლობები და შესაბამისი ფიზიკური დატვირთა მივცეთ. ფიზიკური ვარჟიში მეტ ეფექტს იძლევა, თუ მას რეგულარული ხასიათი აქვს. ბავშვის ავადმყოფობის დროს შეწყვეტილი ვარჯიშები უნდა უნდა განახლდე მაშინვე, როცა ამის ნებას ექიმი დართავს. მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ დაავადება ფიზიკურმა ვარჯიშმა გამოიწვია. ეს გამორიცხულია, თუ ბავშვის დატვირთვა მის მონაცემებს შეესაბამება.
როცა მშობელი სხვადასხვა პრობლემის გამო შვილის სპორტზე ტარებას ვერ ახერხებს, ბავშვის გაკაჟებისთვის ეფექტურია რეგულარულად ფეხით სირული, სირბილი ან ველსიპედით სეირნობა. ეს ბავშვს სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალებას მისცემს. სკოლამდელი ან ბაღამდელი ბავშვისთვისაც კი სუფთა ჰაერზე ყოფნის დრო 2-3 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. ზოგიერთი დედა შვილს მეტისმეტად თბილად აცმევს, რაც არასასურველ ოფლიანობას იწვევს. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ მსუბუქად ჩაცმას. ეს მას კლიმატის სეზონურ ცვლილებასთან შეგუებაში დაეხმარება.
ზაფხულში სუფთა ჰაერზე ყოფნა ხელს უწყობს ეგრეთ წოდებულ "სტიქიურ გაკაჟებას", მაგრამ ეს დროებითი ეფექტი იქნება, თუ არ მივმართეთ სხვა სეზონზე "განზრახ გაკაჟებასაც", რაც ბინის პირობებში შეიძლება განხორციელდეს.ამითვის საჭიროა პირი-სახის ცივი წყლით დაბანა, ცივ წყალში დასველებული პირსახოცით სხეულის დაზელა და ცივი შხაპის მიღება (ჯერ თბილი წყლით დავიწყოთ, შემდეგ ნელთბილით და ა.შ.). შხაპის პროცედურის შემდეგ ბავშვი აუცილებლად თბილ ოთახში გავაჩეროთ. სასურველია, თუ ცივი შხაპის პროცედურები ისეთივე აუცილებელ ჩვევად იქცევა, როგორიცაა მაგლითად, ხელის დაბანა.

0
45
17-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0