სხვა კურიოზული საუბრები ავია დისპეჩერებსა და თვითმფრინავების პილოტებს შორის. 2014, 7 იანვარი, 13:43 ![]() ანძად მოვიხსენიებ სადისპეჩერო ცენტრს, საიდანაც ხდება თვითმფრინავების კურსისა და აფრენა–დაშვების კონტროლი. ანძა: ხმაური რომ აიცილოთ, გთხოვთ 45 გრადუსით მარჯვნივ აიღოთ კურსი. პილოტი: რა ხმაური უნდა გამოვიწვიო, როდესაც 35 000 ფუტის სიმაღლეზე მივფრინავ? ანძა: ხმაური იქნება წინ მიმავალ ბორტ 727–ს თუ დაეჯახები, ეს რომ არ მოხდეს 45 გრადუსით მარჯვნივ აიღე კურსი. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ანძა: თქვენ აერობუსი 320 ხართ თუ 340? პილოტი: რა თქმა უნდა 340 ვარ! ანძა: მაშინ გეთაყვა, აფრენამდე აამუშავეთ დარჩენილი ორი ძრავაც. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პილოტი: დილა მშვიდობისა ბრატისლავა. ანძა: დილა მშვიდობისა, ეს ვენაა. პილოტი: მე ბრატისლავაში შემოვდივარ დასაფრენ ბილიკზე. ანძა: დამიჯერეთ ეს ვენაა და არა ბრატისლავა. პილოტი: მაგრამ რატომ? მე ბრატისლავაში მივდივარ და ახლა დასაშვებად ვემზადები. ანძა: კეთილი, შეწყვიტეთ დაშვება და მარცხნივ აიღეთ კურსი ბრატისლავასაკენ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პილოტი: ჩვენ ძალიან ცოტა დაგვრჩა საწვავი, გთხოვთ მიიღოთ ზომები. ანძა: სად ხართ? მე ვერ გხედავთ ლოკატორის ეკრანზე. პილოტი: მეორე ასაფრენ ბილიკზე ვდგავართ და უკვე კარგა ხანია საწვავს ველოდებით. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ანძა: მგზავრების ჩამოსვლის მერე გაემართეთ მეორე სადგომისაკენ თვითმფრინავით და იქ დააყენეთ თვითმფრინავი. პილოტი: მერე სადაა მეორე სადგომი? ანძა: მეც არ ვიცი, ჯერ მხოლოდ მეორე დღეა რაც აქ ვმუშაობ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პილოტი: გთხოვთ მომცეთ აფრენის ნებართვა. ანძა: ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს თქვენი აფრენის მიმართულების მონაცემები. საით მიფრინავთ? პილოტი: როგორ თუ საით, როგორც ყოველთვის ყოველ ორშაბათს ზალცბურგში. ანძა: მაგრამ დღეს სამშაბათია! პილოტი: რა? ეტყობა რეისი გუშინ გამოგვრჩა და დღეს ვისვენებთ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ანძა კერძო თვითმფრინავის პილოტს: ვინ გყავთ ბორტზე? პილოტი: მე, ორი მგზავრი და ძაღლი. თვითმფრინავის საკმაოდ უხეშად "დაჯდომის" მერე ანძიდან ეკითხებიან პილოტს: შტურვალთან თქვენ იჯექით თუ ძაღლი? 266 16-ს მოსწონს
|