x
image
worldsport.ge
მარიო ბალოტელის ახალი ახირებები

imageმარიო ბალოტელისგან ექსტრაორდინალურობა და უცნაური საქციელი აბა ვის გაუკვირდება? შავად გახუხული აპენინელი თავდამსხმელი სექსუალურ ამბებშიც გამორჩეული ვინმეა და წელი ისე არ გავა, რაიმე გრანდიოზულ და ამაფორიაქებელ სკანდალში რომ არ გაეხვიოს.
ამასწინათ ”სუპერმარიოდ” სახელდებულ წარმოშობით განელ აპენინელს უთქვამს: ”სულ მალე მოვა დრო, როდესაც პორნო-ფილმში მივიღებ მონაიწლეობას და ამ ფილმში ისეთ ცნობილ ქალებს დავბუბნი, გაოცებისგან თვალებს გადმოგაკარკვლინებთო”.
ამის პარალელურად კი ცნობილი გახდა მარიო ბალოტელის ახალი გატაცების შესახებ. ”მილანის” ფორვარდი უკანასკნელ პერიოდში თურმე ძალიან ერთობა სხვადასხვა დაწესებულებების საპირფარეშოებში ფოტოების გადაღებებით და მისი თქმით, ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამის მერე მოდი და თქვი, რომ მარიო ჩვეულებრივი კაცია...


www.worldsport.ge

0
528
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0