ნამცხვრები ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება 2014, 5 იანვარი, 23:16 ![]() ინგრედიენტები: ნამცხვარი ("პეჩენია")-72 ცალი ხაჭოს მასა (ან იოგურტი)-500 გრამი არაჟანი-500 გრამი კარაქი-100 გრამი რძე-1 ჭიქა ვანილი შოკოლადი-მოსართავად მომზადება: დარბილებული კარაქი, ხაჭოს მასა და არაჟანი ავთქვიფოთ ერთად.დავამატოთ ვანილი დანის წვერით. ნამცხვარი დავალაგოთ ლანგარზე ერთმანეთთან მჭიდროდ:3-სიგანეზე, 4-სიგრძეზე. შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი თანაფარდობით მოათავსოთ ნამცხვარი, მაგრამ დაწყობის წინ წამით ჩავუშვათ დამტკბარ რძეში. როცა ერთ ფენას დავაწყობთ, წავუსვათ კრემი, შემდეგ დავაწყოთ ნამცხვრის მეორე ფენა, ისევ კრემი და ასე შემდეგ. ![]() ![]() 1544 9-ს მოსწონს
|