x
image
კატაპულტი
პუტინისა და ლუკაშენკოს ჰოკეის თამაში თუ ფარული გზავნილები დიდ პოლიტიკაში?!
image

მოგეხსენებათ, წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7-დან 23 თებერვლამდე სოჭში გაიმართება, რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განსაკუთრებულად ემზადება.ქვეყნის პირველი პირი თავად ადევნებს თვალს მოსამზადებელ სამუშაოებს და იქ ყინულის ჰოკეის სათამაშოდ ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსაც უმასპინძლა.ვლადიმერ პუტინმა, “ევროპის უკანასკნელ დიქტატორთან" და რუსეთის მაღალჩინოსან პოლიტიკოსებთან ერთად ყინულის ჰოკეის ვეტერანი ვარსკვლავები ანგარიშით 12:3 დაამარცა.

ბელორუსიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქმედებით, რომ იგი დიდი რუსეთის ახლო მეგობარია.ვლადიმერ პუტინმა კი, იმის ფონზე, რომ მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა ბოიკოტი გამოუცხადა სოჭის ოლიმპიადას, ყველას დაანახა და სავარაუდოდ, მომავალშიც გაიმეორებს ამას, რომ რუსეთში ზამთრის თამაშები სტუმრების გარეშე არ ჩაივლის.თავად პრეზიდენტ ლუკაშენკოს სათამაშო მაისურზე გამოსახული ნომერი 1-ც შეიძლება იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ პირველი სტუმარია და ყველაფერი წინ არის. გარდა ამისა, ბელორუსიის ლიდერის რუსეთში სტუმრობა, იმის მიმანიშნებელიცაა, რომ სოჭში ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება, მიუხედავად ვოლგოგრადში განხორციელებული ტერორისტული აქტებისა, სრულიად უსაფრთხოა და აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ არის გამორიცხული, ვლადიმერ პუტინის სათამაშო მაისურზე გამოსახული ნომერი 11 იყოს გზავნილი მსოფლიოსადმი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2001 წლის 11 სექტემბერს ბევრად უფრო დიდი ტრაგედია გადაიტანა, თუმცა ამან მსოფლიოს ზე-სახელმწიფო ვერ დააჩოქა და მსგავსი არც რუსეთის შემთხვევაში მოხდება.

მაისურებზე გამოსახული ნომრების შესახებ კიდევ რამდენიმე ვერსია შეიძლება იყოს დამაჯერებელი, მაგალითად, პრეზიდენტთა პოლიტიკური შესაძლებლობათა და მათ მაისურებზე გამოსახული ციფრების სხვაობა, ვფიქრობ, თანაფარდობაშია.


შესაძლოა, არც პუტინისა და მისი თანამოთამაშეების მაისურების ფერი(წითელი) იყოს შემთხვევითი, ის ხომ კომუნისტების ფერად ითვლება და ვლადიმერ პუტინის საბჭოთა კავშირის აღდგენის დიდი სურვილი ყველას კარგად მოეხსენება.

შესაძლოა, ყოველივე ზემოთაღნიშნული უბრალო დამთხვევებია, მაგრამ გამოსარიცხი ნამდვილად არა.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0