ქალი და მამაკაცი რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ! 2014, 4 იანვარი, 0:50 ![]() თუ მან განაცხადა რომ თქვენ მისი მეგობარი ხართ, მართლაც ასეა და ასე დარჩები მუდამ და სხვას არც უნდა ელოდეთ.ასევე თუ თქვენ ხვდებით მამაკაცს ნახევარი წელი და ჯერ კიდევ არ გაგიცვნია მისი მშობლები, ახლობლები ან მეგობრები, ან კიდევ ის გაურკვეველი მიზეზებით თავს არიდებს თქვენი მშობლების გაცნობას, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ დიდხანს არ იქნებით ერთად. მეორე ნიშანი სიყვარულის ისაა, რომ საყვარელი მამაკაცი ყოველთვის ეცდება თქვენს უზრუნველყოფას. მას არც ჭირდება თქვენი თხოვნა.ის უზრუნველყოფთ ყველაფერი აუცილებელით.უზრუნველყოფა არ ნიშნავს რომ თქვენ ფული მოგცეთ, არამედ ეს ნიშნავს მოგიგვაროთ ესა თუ ის პრობლემა.მაგალითად თქვენ მას მიმართეთ რაღაც საკითხში დასახმარებლად და ის უარს გეუბნებათ.ცხადია ეს თქვენი მამაკაცი არაა. მესამე ნიშანია–საყვარელი მამაკაცი ყოველთვის გიცავს.ეს არაა მაინცდამაინც ფიზიკური ძალის გამოყენება მათ მიმართ, ვინც თქვენ ზიანი მოგაყენათ, ეს შეიძლება იყოს, რაიმე ღირებული რჩევა ან ცდა დაგეხმაროთ ისე, რაც მას თქვენთვის უსაფრთხოდ მიაჩნია. ქალებს უნდა გვესმოდეს რომ მამაკაცებს სხვანაირი სიყვარული შეუძლიათ.მათი სიყვარული ხშირად ჯდება ამ სამ კატეგორიაში:განცხადება, დაცვა და უზრუნველყოფა.ბევრი ქალი შეიძლება არ დამეთანხმოს ამაში.თვლიან რომ მამაკაცებს არაფერი შეუძლიათ.მაგრამ იცოდეთ მამაკაცები არ აკეთებენ იმას, რასაც მათგან მოელით, რადგან არავის უთხოვია ეს.თქვენ ეს უნდა იცოდეთ და ნაცნობობის დასაწყისშივე უნდა დაუდგინოთ თქვენთვის მისაღები წესები, რომ სასურველი მიმართულებით წარმართოთ თქვენი ურთიერთობა.მან უნდა იცოდეს, თუ რას ელით მისგან კონკრეტულად, რას შეურიგდებით და რას ვერა.ეს მოთხოვნა ძალიან მსუბუქად უნდა იყოს ნათქვამი, როგორც ჩვეულებრივი საუბარი და ულტიმატუმს არ უნდა ჰგავდეს. P.S.არასდროს არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და არ მისცეთ თქვენი გული სხვა ადამიანს, მანამ, ვიდრე კარგად არ დარწმუნდებით მისი მოტივების სიწმინდეში და სიყვარულის სიწრფელეში! ამ სტატიას ვუძღვნი ჩემს 16 წლის გოგონას და მის თანატოლებს, რომლებიც ვარდისფერი სათვალეებით ხედავენ ცხოვრებას, სიყვარულს და ჯერ კიდევ ღრუბლებში დაფრინავენ.მინდა მიწაზე დაეშვათ, მაგრამ ისე რომ ძალიან არ დაენარცხოთ და ფრთები არ მოიტეხოთ! 644 9-ს მოსწონს
|