საზოგადოება 5 ქვეყანა,სადაც 1 იანვარს ახალ წელს არ აღნიშნავენ 2013, 31 დეკემბერი, 16:27 1-საუდის არაბეთი-ამ ქვეყნის რელიგიური პოლიცია Al Mutawa მკაცრად აკონტროლებს ამ დღეებში მაღაზიებს, რაიმე ისეთს არ ჰყიდიდნენ, რომელიც ასოციებული იქნება ამ დღესასწაულთან, უცხოელ ტურისტებსაც და იქ მაცხოვრებელ უცხოელებსაც აკრძალული აქვთ ახალი წლის აღნიშვნა.ოფიციალურად ეს ქვეყანა ახალ წელს ბუნიობას-21 მარტს აღნიშნავს. 2-ისრაელი-ამ ქვეყანაში 1 იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, თუ რა თქმა უნდა შაბათ დღეს არ დაემთხვა-იუდეველთა წმინდა დღეს.ახალ წელს ისრაელში შემოდგომით ახალმთვარეობას აღნიშნავენ იუდეველთა კალენდარის მიხედვით, დღესასწაულს როშ-ჰაშანა ჰქვია, სექტემბერში ან ოქტომბერში უწევს ხოლმე და გრძელდება 2 დღე. 3-ირანი-1 იანვარს ამ ქვეყანაში არ აღნიშნავენ, მათ საკუთარი კალენდარი აქვთ-სოლარ ჰიჯრი-ასტრონომიული მზის კალენდარი, რომელიც ომარ ხაიამმა შეიმუშავა, ახლა იქ 1392 წელია.ახალ წელს გაზაფხულზე 22 მარტს აღნიშნავენ(ირანული კალენდრის მიხედვით გაზაფხულის პირველი დღე), რომელსაც -ნოვრუზი ჰქვია. 4-ინდოეთი-ამ ქვეყანაში იმდენი დღესასწაულია, რომ ყველა რომ აღნიშნოს ადამიანმა სულ დასვენება უნდა ჰქონდეს.1 იანვარი დასვენების დღე არ არის, თუმცა ვინმეს თუ უნდა აღნიშვნა, შეუძლია არ გამოცხადდეს სამსახურში.ოფიციალურად ინდოეთი ერთიანი ნაციონალური კალენდრის მიხედვით 22 მარტს აღნიშნავს ახალ წელს, თუმცა მაგალითად შტატ კერალაში 13 აპრილს აღნიშნავენ და მას -ვიშუს უწოდებენ, სამხრეთ შტატებში კი შემოდგომით ხვდებიან ახალ წელს, მისი სახელი -დივაპალია. 5-ჩინეთი-ახალი წელს ჩინეთში შეუმჩნევლად ჩაივლის ხოლმე, მსხვილ სუპერმარკეტებში თუ ნახავთ ნაძვის ხეს ან საახალწლო ატრიბუტებს, ისიც დასავლეთის მიბაძვით."იუან-დანი"-ასე ჰქვია ახალ წელს ჩინეთში და მას აღნიშნავენ გაზაფხულზე პირველ ახალმთვარეობას.1949 წლიდან ჩინეთის კომუნისტურ სახალხო რესპუბლიკაში შეეცადნენ ორი ახალი წელი აღენიშნათ-1 იანვარს(დასავლური) და გაზაფხულის-"ჩუნ ძე", თუმცა ახლანდელ ჩინეთში ფაქტიურად აღარ აღნიშნავენ 1 იანვარს, "დასავლური ახალი წელი" ვერ უწევს კონკურენციას"მთვარის"-ანუ გაზაფხულის დღესასწაულს. 812 4-ს მოსწონს
|