x
image
worldsport.ge
შეშინებული რაფაელა რეკუზო

imageimageimage


ლეო მესის შვილის დედა, ანტონელა რეკუზო, ლეოს ოფიციალური ცოლი რატომაც არ არის, ამაზე უკვე ვწერდით. ცნობილი ფეხბურთელები ხომ მომავალში ქონების გაყოფის შიშით ძალიან ერიდებიან საყვარელ ქალებთან ოფიციალურ ქორწინებას და მხოლოდ ჩვეულებრივ თანაცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას.
ალბათ ისიც იცით, რომ ანტონელა რეალურად ლეოს ცოლია და სწორედ ამის გამო, როგორც რეკუზო ამბობს, მთელს მსოფლიოში მილიონობით ქალში იწვევს ზიზღისა და შურის გრძნობას. ლეოს თანამეინახის თქმით, გამუდმებულ შიშში ცხოვრობს და ყოველთვის მისდის მუქარის წერილები.
როდესაც ლეგენდარული მუსიკოსი, ჯონ ლენონი სილამაზით რბილად რომ ვთქვათ ნაკლებად გამორჩეულ იუკი ონოზე დაქორწინდა, ამან ჩვენი პლანეტის საქალეთში იუკისადმი დიდი ზიზღი გამოიწვია და ლენონის ცოლს ყველა ”მახინჯ აზიელ არამზადას” ეძახდა. ჰოდა, როგორც ჩანს დაახლოებით იგივე დღეშია ეს ჩვენი ანტონელაც. რას იზამს, ლეოსთანა პოპულარული კაცის გვერდით ყოფნა მსხვერპლს მოითხოვს...


www.worldsport.ge

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0