ნამცხვრები ტორტი "სნიკერსი" 2013, 26 დეკემბერი, 22:53 მასალა ცომისათვის: კვერცხი-5 ცალი შაქარი-180 გრამი კარაქი-180 გრამი ფქვილი-1, 5 ჭიქა გამაფხვიერებელი-1/2 ჩაის კოვზი ვანილი, მარილი-დანის წვერით მასალა კრემისათვის: კარაქი-200 გრამი მოხარშული შესქელებული რძე-1 ქილა არაქისი-300 გრამი შოკოლადი-100 გრამი მომზადება: ავთქვიფოთ კარგად კვერცხები და შაქარი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი, ვანილი, მარილი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ 4 ნაწილად და თითოეული გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე მრგვალად(22-25 სმ დიამეტრის წრეზე). გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 10-15 წუთი. მოვამზადოთ კრემი: კარაქი ავთქვიფოთ მოხარშულ შესქელებულ რძესთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ავიღოთ ერთი ფირფიტა, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული კანგაცლილი არაქისი, ასევე წავუსვათ კრემი სამივე ფირფიტას და დავაწყოთ ერთმენეთზე. თავზეც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ არაქისი, ან გადავასხათ გამდნარი შოკოლადი. ჩვენი ტორტი მზადაა. მიირთვით გემრიელად! 1075 13-ს მოსწონს
|