x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა ქალმა თავის ოჯახს საშობაო საჩუქარი სიკვდილიდან 2 წლის შემდეგ გაუკეთა

image ბრენდა შმიტცმა შესძლო და ოჯახს სიკვდლიდან 2 წლის შემდეგ შობა მიულოცა რადიოსადგურ STAR 102.5-ის მეშვეობით. ბრენდა შმიტცი 2011 წლის აგვისტოში, 46 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ქალმა დაწერა წერილი და მის უახლოეს მეგობარს გადასცა.წერილი იმ შემთხვევაში უნდა გაეგზავნა მის მეგობარს რადიოსადგურში, თუ მისი მეუღლე იპოვიდა ღირსეულ მეუღლეს ან მეგობარ ქალს...და აი ორი კვირის წინ რადიოსადგურმა მიიღო წერილი "იმ ქვეყნიდან".გზავნილი წაკითხული იქნა Christmas Wish-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც რადიომსმენელების სურვილების ასრულებას ეძღვნება.პროგრამაში მიწვეული იყო დევიდ შმიტცი, ბრენდას მეუღლე, მას ბოლო წუთამდე არაფერს ეუბნებოდნენ.როდესაც ბრენდას წერილის კითხვა დაიწყეს, დევიდმა ემოციები ვერ შეიკავა.ქალი მეუღლეს სთხოვს, რომ ახალი ოჯახი "ჯადოსნურ მოგზაურობაში" წაიყვანოს, "მე მინდა იცოდეთ, რომ დევიდი, ჩვენი შვილები და მისი ახალი მეუღლე, ყველანი ძალიან მიყვარხართ, დაე ისინი უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ამ ტკივილიან სამყაროში".აგრეთვე ბრენდამ მეუღლეს სთხოვა, რომ Mercy Hospital-ის პერსონალს საღამო მოუწყოს, "ექიმები იმსახურებენ მადლობას იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ სიმსივნით დაავადებული ადამიანებისათვის". როგორც რადიოსადგურის თანამშრომლებმა განაცხადეს, 20 წლიანი არსებობის მანძილზე გადაცემა "Christmas Wish"-სში ჯერ ასეთი სულისშემძვრელი წერილი არ წაუკითხავთ, ცრემლებს ვერცერთი თანამშრომელი ვერ იკავებდა.

2
2084
13-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2084
  
2013, 27 დეკემბერი, 16:45
როგორი გულკეთილი ყოფილა :(
2013, 26 დეკემბერი, 23:09
ამეტირა
0 1 2