სალათები სალათა "ოქროს ნალი" 2013, 25 დეკემბერი, 16:07 გემრიელი სალათი "ოქროს ნალი" რომელიც დაამშვენებს თქვენს საშობაო მაგიდას და აღაფრთოვანებთ სტუმრებს. ინგრედიენტები - ლორი - 100 გრ - ყველი - 100 გრ - კვერცხი - 2ცალი - ბულგარული წიწაკა-1 ცალი - წითელი ხახვი (პატარა) – 1ცალი - კამა - 1 შეკვრა - არაჟანი - 2 ს/კ - მდოგვი (მზა) - 0.5 ს.კ - მარილი (გემოვნებით) - სიმინდი (დაკონსერვებული) – 3 ს/კ - ზეთისხილი (გაფორმება) დავჭრათ ლორი კუბიკებად. ყველი დავჭრათ კუბიკებად მოხარშული კვერცხი დავჭრათ წვრილად. ბულგარული წიწაკას ამოვაცალოთ გული და დავჭრათ კუბიკებად. წითელი ხახვი დავჭრათ წვრილად. კამა დავჭრათ წვრილად მოვამზადოთ სალათის სანელებლები: არაჟანში დავამატოთ მდოგვი და მარილი და კარგად ავურიოთ. თასში ჩავყაროთ ჩვენს მიერ მომზადებული ინგრედიენტები და დავამატოთ გამზადებული სანელებლები და ავურიოთ. სალათი გადმოვიტანოთ თეფშზე და მივცეთ ნალის ფორმა. სალათი ზემოდან მოვრთოთ სიმინდით თანაბრად. და ზემოდან მოვაწყოთ დაჭრილი ზეთისხილი. ჩვენი ორიგინალური და გემრიელი სალათიც მზადაა. 185 7-ს მოსწონს
|