საახალწლო სუფრისთვის შემოგთავაზებთ ორიგინალურ და ძალიან გემრიელ სალათს სახელწოდებით "თეთრი ცხენი"
ინგრედიენტები:
300 გრ - ქათმის გული
2ცალი - ბულგარული წიწაკა
4 ცალი-კვერცხი
მაიონეზი
შემწვარი სოკო
მომზადება:
ვრეცხავთ ქათმის გულს, ვუშვებთ ადუღებულ მარიალ წყალში და ვხარშავთ 30 წუთი. მზა ქათმის ხორცს ვაცილებთ და ვჭრით წვრილად.
ვრეცხავთ სოკოს, ვჭრით ვშუშავთ და ვამატებთ მარილს.ბულგარულ წიწაკას გამოვაცლით გულებს და დავჭრით პატარა კუბიკებად.დაჭრილ ხორცს და პილპილს ვყრით ღრმა ჭურჭელში ვამატებთ მაიონეზს და ვურევთ.
გადმოგვაქ ეს მასა დიდ თეფშზე და ვაძლევთ ცხენის ფორმას.
ვხარშავთ კვერცხს და ვაცლით გულებს, გულებს ვხეხავთ წვრილად და ვურევთ მაიონეზში. მიღებული მასით ვფარავთ ცხენის თავს ისე, რომ არ ჩანდეს ქვედა ფენა.
ეხლა გადავიდეთ მის გალამაზებაზე:
-ვხეხავთ წვრილად ცილას და ცხენის თავზე ვაყრით.
-მოშუშლი სოკოთი ვუკეთებთ თვალებს პირს და ფაფარს ისე როგორც ფოტოზეა.
შეგვიძლია გავიტანოთ მაგიდაზე.