ნამცხვრები ვაშლის პეროგი 2013, 12 დეკემბერი, 15:48 როდესაც ვაშლი გვექნება სახლში აუცილებლად გამოვაცხოთ პეროგი, ეს ხომ ძალიან გემრიელია, თან მარტივი და სასიამოვნო მოსამზადებელი. საქმის კიდევ უფრო გაასაადვილებლად შემოგთავაზებთ ფოტო რეცეპტს.
ცომი: ფქვილი - 2 დიდი ჭიქა მარგარინი ან კარაქი - 150 გ არაჟანი - 150 გ კვერცხი - 2 ცალი. საფუარი- 1 სუფრის კოვზი. (ან 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით. შაქარი - 150 გრ) შიგთავსი: ვაშლი - 600-700გრ შაქარი - 150 გ დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი მანის ბურღული – 2 კოვზი როგორ მოვამზადოთ ვაშლის პეროგი. გავცრათ ფქვილი, გავადნოთ მარგარინი. თასში მოვათავსოთ ნახევარი ფქვილი, კვერცხი, მარგარინი, შაქარი, არაჟანი და საფუარი (ან სოდა ძმრით) ამ ყველაფერს ხის კოვზით მოვურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილის მეორე ნახევარი და ხელით ურიოთ. ის უნდა იყოს მჩატე და ელასტიური შემდეგ ცოტახანი არ შევეხოთ. ამასობაში ჩვენ მოვამზადოთ ვაშლი. ავიღოთ თხელ კანიანი ვაშლი, გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ მოდიდო ნაჭრებად. ტაფას არ უნდა ცხიმის წასმა რადგან თვითონ მასა ძალიან ცხიმიანია. ერთი მესამედი მასა გავასწოროთ ტაფაზე, გვერდებზე ამოწეულები დავუტოვოთ და მოვაყაროთ მანის ბურღული ზემოდან. ზემოდან მოვაწყოთ ვაშლი დავაყაროთ შაქარი და დარიჩინი. მოვაყრით ცოტა ფქვილს და დავაფენთ შემდეგ ფენას . ასევე ვჭრით მორჩენილ მასას ზოლებად და ვაფარებთ ზემოდან ჯვარედინად. ვიღებთ კვერცხის გულს და ვუსმევთ ზემოდან. შემდეგ ამ ტაფას შევდებთ კარგად გაცხელებულ ღუმელში 200გრადუსზე. გამოცხობას დასჭირდება 300-40 წუთი. აი ასეთი გამოვა ჩვენი ვაშლის პეროგი. ვაცალოთ გაგრილება დავჭრათ და მივირთვათ ჩაისთან ან ყავასთან ერთად. 4533 6-ს მოსწონს
|