x
image
რედაქტორი
ნამცხვარი ზამთრის ზღაპარი

image


ინგრედიენტები.


2 ჭიქა ფქვილი.
1/2 ჩაის კოვზი საცხობი სოდა.
ცოტა მარილი.
ფორთოხლის ცედრა.
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი.
3/4 ჭიქა შაქარი.
110 გრამი კარაქი.
1 კვერცხი.
4-6 ჟოლოს ჯემი ან შავი მოცხარის ჯემი.
შაქრის ფხვნილი.



მომზადება:

ავიღოთ თასი ჩავყაროთ ფქვილი, სოდა და მარილი. მეორე თასში დაარბილეთ და აურიეთ კარაქი და შაქარი, დაამატეთ ცედრა (ფორთოხლის გახეხილიკანი) და ისევ აურიოთ. ნელ ნელა დავამატოთ
პირველ თასზე მომზადებული მასა, მანამდე სანამ არ მივიღებთ რბილ ცომს. ცომი გავყოთ ორ ნაწილად . გავბრტყელოთ ცალცალკე. დაკეცეთ და შედეთ მაცივარში ერთი საათის განმავლობაში. გააცხელეთ დუხოვკა 190 გრადუსზე. გააბრტყელეთ თითო ფენა 3 მილიმეტრამდე, ფორმით გამოვჭრათ მრგვალად 5 სმ დიმეტრის წრეებს ( თითოდან უნდა გამოგივიდეთ 30 წრე). გაიმეორეთ იგივე პროცედურა, ოღონდ მეორე ნაწილისთვის წრეებს 2 სანტიმეტრის სხვადასხვა ფორმებით ამოვაჭრათ გულები. წრეებიდან მორჩენილი ცომი ხელახლა გააბრტყელეთ და შედეთ ისევ მაცივარში. ნამცხვარი დაალაგეთ ტაფაზე ქვეშ დაუფინეთ ქაღალდი, დაშორება ამათ შორის რომ იყოს 2-3 სმ. გამოაცხვეთ 10 წუთის მანძილზე, ან თუ არის საშუალება ხედავდეთ სანამ კიდეები არ გაუწითლდება. გააცივეთ ტაფაზე 5 წუთი და გადმოიღეთ თეფშზე. როცა ნამცხვარი გაცივდება ამოუჭრელ წრეწირებს წავუსვათ მურაბა ან ჯემი და დავადოთ ზევიდან ამოჭრილი სხვადასხვა ფორმის წრეწირი. მოვაყაროთ დაფქული შაქრის პუდრა. შეინახეთ კარგად დახურულ ჭურჭელში.

გემრიელად მიირთვით!!!




0
167
7-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0