x
image
რედაქტორი
ბლითები ბერლინურად

image-50 გრ - საფუარი.
-200მლ - რძე
-1კგ - ფქვილი.
-100გრ - ნაღების კარაქი
-4 კვერცხი.
-ცოტა მარილი.
-50 გრ - შაქარი.
-მარწყვის ჯემი.
-30გრ - შაქრის ფხვნილი.
-100მლ - წყალი

მომზადება:
საფუარი გავხსნათ თბილ რძეში და დავდოთ თბილ ადგილზე ცოტა ხნით, კვერცხი ავთქვიფოთ კარაქთან ერთად და დავამატოთ თბილი წყალი. ამის შემდეგ დავუმატოთ ცოტა ოდენი მარილი შაქარი და ნელ ნელა შევაზილოთ ფქვილი ისე რომ, მივიღოთ ფაფუკი ცომი. დავდოთ თბილ ადგილას რომ ამოვიდეს. ორი გადაზელვის შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ ერთი სანტიმეტრის ფენად, გავჭრათ ეს ფენა შუაში და გადავაფაროთ ერთმანეთს. შემდეგ კარგად გავაცხელოთ ფრის გასაკეთებელი აპარატი(ან ქვაბში ჩავასხათ ბლომად ზეთი და ავადუღოთ ცეცხლზე).

ამასობაში ჩვენს მიერ გამზადებული ცომი დავჭრათ ჭიქით. სასურველია ფენების გაბრტყელების და ერთმანეთზე გადაფარების შემდეგ ცოტახანი დავდოთ თბილ ადგილზე და ვაცადოთ ამოსვლა. დაჭრილი ჭიქის ფორმები შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან გაწითლებამდე. ქაღალდზე დავაფინოთ სუფრის ტილო და დავალაგოთ ჩვენს მიერ შემწვარი ბლითები რომ ცხიმი ჩამოვიდეს. საკონდიტრო შპრიცით ბლითები ამოვავსოთ მარწყვის ჯემით ან მურაბით ან სხვა კრემით სურვილის მიხედვით. დავაყაროთ ზემოდან შაქრის პუდრა, ჩვენი ბლითებიც მზადაა.
image


0
136
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0