ნამცხვრები საშობაო ტორტი "შუაღამე" 2013, 12 დეკემბერი, 13:44 ამ საახალწლო ტორტის მოზადება არც ისე ადვილია. მაგრამ ხომ გვინდა რომ ახალი წელი იყოს ხალისიანი და ლამაზი?! ამიტომ საახალწლო სუფრაზეც ლამაზი ტორტი უნდა იყოს. ამ საახალწლო ტორტის რეცეპტს შემოგთავაზებთ ეტაპობრივად ფოტოებით და აღწერით. ინგრედიენტები. 12 ცალი კვერცხი. 2 ჭიქა შაქარი 2 ჭიქა ფქვილი 1 ჭიქა ნიგოზი 3 ჩაის კოვზი კაკაო სიროფი: 0, 5 ჭიქა შაქარი 1 ჭიქა წყალი რომი ან კონიაკი გემოვნებით კრემი: 350-400 გ კარაქი 1 ჭიქა რძე კვერცხი1-2ცალი. 1-1.5 ჭიქა შაქარი ფქვილი (სურვილისამებრ) 2 სუფრისის კოვზი 1-2 სუფრის კოვზი კაკაო. რომი ან კონიაკი გემოვნებით ამ საახალწლო ტორტს დასჭირდება ორი სახის ბისკვიტის ცომი-ერთი შავი ერთი თეთრი. კვერცხი და ერთი ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ კარგად, თანდათანობით დავუმატოთ ფქვილი და კოვზით ნელ ნელა ვურიოთ, უნდა გამოვიდეს მსუბუქი ცომი. ავიღოთ ტორტის ფორმა დავუფინოთ ქაღალდი და კარგად წავუსვათ ცხიმი, ჩავასხათ ჩვენს მიერ მომზადებული მასა. შევდგათ ღუმელში 180-190 გრადუსზე გამოვაცხოთ სანამ ოქროსფერი არ გახდება. რომ გამოვიტანთ რამდენიმე საათი კარგად გავაგრილოთ. ეხლა მოვამზადოით შავი ბისკვიტის ცომი: ავიღოთ 6 კვერცხი და ერთი ჭიქა შაქარი კარგად ავთქვიფოთ, ნელ ნელა დავუმატოთ ფქვილი და ერთი სუფრის კოვზი კაკაო. დავამატოთ მსუბუქად და კარგად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ გამოვიტანოთ და კარგად გავაგრილოთ. ამ ტორტს ჭირდება ორი სახის კრემი: პირველი ავიღოთ კარაქი და ჩავდოთ ჯამში მოვიყვანოთ ხელში სანამ ფაფუკი არ გახდება. დავამატოთ შაქრის პუდრა და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ გავყოთ ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დავუმატოთ რომი ან კონიაკი მერე ნაწილს კაკაო.(შეგვიძლია მოვხარშოთ პურის ფქვილის კრემი და გავუკეთოთ). შემდეგ კვერცხი და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ კარგად. დავასხათ ნელ ნელა ადუღებული რძე და დაბალ ცეცხლზე წავადუღოთ. შემდეგ გადმოვდგათ და კოვზით გავაგრილოთ . შემდეგ ავიღოთ კარაქი ნელ ნელა დავასხათ რძის და კვერცხის ნარევი და კარგად ავურიოთ უნდა იყოს ნათელი და ფუმფულა. გავყოთ ორ ნაწილად ერთ ნახევარას დავუმატოთ რომი ან კონიაკი მეორე ნახევარს კაკაო. თითოეული ბისკვიტი გავჭრათ სიბრტყეზე ორ ნაწილად, დავნამოთ შაქრიანი სიროფით ან კომპოტის წვენით. შავ ფენას წავუსვათ თეთრი კრემი თეთრ ფენას შავი კრემი. იმ შემთხვევაში თუ ბისკვიტები არ არის ერთნაირი დიამეტრის, დანით ჩამოვაჭრათ გვერდები და გავასწოროთ. ტორტს ზემოდან მოვაყაროთ ქოქოსი, გახეხილი შოკოლადი და გახეხილი ნიგოზი და მოვრთოთ საათის ციფერბლატის მსგავსად. სურათიდანაც კარგად ჩანს რომ ტორტი ძალია გემრიელია. გოლოცავთ ახალ წელს! 180 6-ს მოსწონს
|