სალათები სალათა "საახალწლო ფეხსაცმელი" (ფოტო რეცეპტი) 2013, 25 დეკემბერი, 14:14 ჩვენი საახალწლო სადღესასწაულო მაგიდისთვის შემოგთავაზებთ ორიგინალურ და შესანიშნავი დიზაინის სალათს „საახალწლო ფეხსაცმელი“ რომელიც თქვენს სუფრას კიდევ უფრო გაალამაზებს. შემადგენლობა: - მოხარშული ქათამი - 150 გრ.; - წითელი ხახვი - 1თავი(საშუალო ზომის) - კვერცხი - 2 ცალი - ყველი ნახევრად მარილიანი - 100 გრ - შაქარი - ერთი სუფრის კოვზი - ბროწეული - 1მოზრდილი თავი - მარილი და პილპილი გემოვნებით. -მაიონეზი-გემოვნებით მომზადება: ავიღოთ ხახვი და ყველი და დავჭრათ წვრილად, დავამატოთ პილპილი და ერთი სუფრის კოვზი შაქარი. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ლიმონის წვენი. მოხარშული ქათმის ხორცი დავჭრათ კუბიკებად. მოვხარშოთ კვერცხი დაუყოვნებლივ გავაცალოთ კანი. ერთ კვერცხის მარტო ცილა გავხეხოთ ცალკე თეფშზე, დანარჩენები მეორე თეფშზე. ავიღოთ მოზრდილი თასი და ჩვენს მიერ მომზადებული ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს, გემოვნებით გავუკეთოთ მაიონეზი და მარილი. დიდ თეფშზე გადავიტანოთ ეს მასა და მივცეთ ფეხსაცმლის ფორმა. ცალკე გახეხილი კვერცხის ცილა „ფეხსაცმელს“ თავზე მოვაყაროთ ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ავიღოთ ბროწეული და დავმარცვლოთ. მარცვლები მოვაწყოთ სალათს მჭიდროდ როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და ჩვენი სალათი მზადაა შეგვიძლია გავიტანოთ მაგიდაზე. 491 9-ს მოსწონს
|