x
image
რედაქტორი
სალათა "თოვლის ბაბუა" (ფოტო რეცეპტი)
image

ყველა ქალს სურს მოამზადოს ახალ წელს სადღესასწაულო მაგიდისთვის ძალიან გემრიელი კერძები. ამიტომ შემოგთავაზებთ სალათს "თოვლის ბაბუა" ის არის უჩვეულო დიზაინის და მასში არის პროდუქტების ორიგინალური კომბინაცია.... და რაც მთავარია ძალიან გემრიელია!

ინგრედიენტები:

- 200 გრ.წითელი წიწაკა.
- 250 გრ. კარტოფილი.
- 2 პატარა ხახვი.
- 200 გრ. სტაფილო.
- 250 გრ. დაკონსერვებული სოკო.
- 150 გრ. თეთრი ყურძენი
- 1 ვაშლი.
-კიტრი 2ცალი
- მაიონეზი.

გასალამაზებლად:


- 3 კვერცხი.
- 1 პატარა სტაფილო.
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა.
- მაიონეზი.
- ზეთის ხილი.
image

1.პირველი ფენა გავხეხოთ მოხარშული კარტოფილი დავდოთ მოზრდილ თეფშზე და მივცეთ თოვლის ბაბუს ფორმა. დავამატოთ
მარილი და ცოტა მაიონეზი წავუსვათ ზემოდან.

image

2.ზემოდან მოვახეხოთ ვაშლი, ცოტა მარილი და მაიონეზი.


image

3.ვაშლის ფენას ზემოდან მოვახეხოთ უმი სტაფილო, ცოტა მარილი
წითელი წიწაკა და მაიონეზი.

image

4.სტაფილოს ფენაზე მოვაჭრათ ბულგარული წიწაკა წვრილად
დაჭრილი, ასევე ცოტა მარილი და მაიონეზი.

image

5.შემდეგ ფენას მოვაწყოთ ყურძენი.

image

6.შემდეგი ფენა, კუბიკებად დაჭრილი ხახვი და კიტრი.ცოტა მაიონეზი და მარილი.

image

7.შემდეგი ფენა შემწვარი სოკო გრძლად დაჭრილი, ცოტა მაიონეზი და
მარილი.

image

8.ზემოდან დავფაროთ გახეხილი კვერცხის ცილით. კვერცხის გულისგან გავუკეთოთ ღილები, პირი და თვალები გავუკეთოთ ზეთისხილისგან. ცხვირი სტაფილოსგან, ყელსახვევი და ქუდი წითელი ბულგარული წიწაკისგან. (ანუ მოვრთოთ ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები) ჩვენი სალათიც მზადაა.















0
112
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0