საზოგადოება "შეშლილი პარასკევი" ბრიტანეთში -ლოთობის და ორგიის აპოგეა 2013, 24 დეკემბერი, 16:56 ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-იმ გამოაქვეყნა მრავალრიცხოვანი ფოტოები იმის შესახებ თუ როგორ გაატარეს "შეშლილი პარასკევი"(Mad Friday) ლონდონელებმა, ამას აღნიშნავენ ყოველწლიურად შობამდე ერთი კვირით ადრე. "შეშლილი პარასკევი" გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრიტანელი სამართალდამცავებისათვის და სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის.ლოთობს მთელი ბრიტანეთი, გალეშილი მთვრალები ცივ შადრევანში ბანაობენ, დეკემბრის სუხიანი ამინდის მიუხედავად "დაგრადუსებულები" ნახევრად ტიტლიკანები დარბიან ქუჩებში, ჩხუბი და აყალმაყალი, შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და სხვა. ანალოგიური მდგომარეობა იყო ბრიტანეთის სხვა დიდ ქალაქებშიც, ლივერპულში, მანჩესტერში და კარდიფში.იყო მრავალრიცხოვანი ალკოჰოლური მოწამვლის შემთხვევებიც. 49 2-ს მოსწონს
|