x
image
worldsport.ge
რონალდინიოს სომეხი ბიცოლას ამბავი

imageბრაზილიელი ვეტერანი ვარსკვლავი, რონალდინიო ხომ იცით? რა თქმა უნდა გეცოდინებათ! ამ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ვან ბაიბურთი ქართულ პრესასთან საუბარში ირწმუნებოდა, რომ რონალდინიოს ბიცოლა ერევნელი სომეხია და ბიცოლას გაკეთებული ტოლმით ამ ჩვენს ”კიჭას” პირი ერევნის გულის-გულში ჩაუგემრიელებიაო.
ჩვენც მივდექით-მოვდექით, გავიკითხეთ, გადავაქოთეთ ინტერნეტი, რათა რონალდინიოს ბიცოლას მინიმუმ ვინაობა მაინც დაგვედგინა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. არცა ხმა და არცა ძახილი...imageშესაძლებელია ვან ბაიბურთი ჭეშმარიტებასაც ამბობს და რონალდინიოს ბიცოლა მართლაც არგენტინელი სომეხია და მისი ხელიდან შეიძლება საოცრად კარგი ტოლმა იხვევა, მაგრამ სანამ რონალდინიოს ძალუას მომზადებულ სომხურ ტოლმას არ ვნახავთ და დავიგემოვნებთ, მაინც ძნელია ამ ამბის დაჯერება. თუმცა ვინ იცის...
www.worldsport.ge

1
472
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
472
  
2013, 24 დეკემბერი, 21:51
იმდენი მაგათ ********.... მაგათ რომ კითხო ყველა სომეხია და ყველაფერი მაგათი გაკათებულია... ხთფუიიი......
0 1 1