ნამცხვრები "ტირამისუ"-საოცრად გემრიელი და ჰაეროვანი ნამცხვარი (ფოტორეცეპტი) 2013, 21 დეკემბერი, 23:01 ინგრედიენტები: ნალექიანი ყავა-50 გრამი კვერცხის გული-3 ცალი შაქარი-60 გრამი რომი-40 გრამი ნაღების ყველი "მასკარპონე"-350 გრამი ნაღები 30-35 %-იანი- 250 მლ შაქრის პუდრა-30 გრამი კაკაო-30 გრამი ბისკვიტის ნამცხვარი "სავოიარდი"-200 გრამი მომზადება: თასზე ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქრის პუდრა გათეთრებამდე. გავაკეთოთ კარგი გოგლომოგლი და ფრთხილად შევურიოთ "მასკარპონეს" მიქსერის ნელი მორევით. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, რომელიც წინასწარ უნდა კარგად გავაციოთ მაცივარში. მიღებული ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ და დავდგათ მაცივარში. მოვამზადოთ მაგარი ნალექიანი ყავა 50 გრამი ყავისა, 1 ჭიქა წყლის და 60 გრამი შაქრისაგან, გავაციოთ და დავამატოთ რომი. "სავოიარდის" ნამცხვარი წამით ჩავდოთ ყავის სიროფში და შემდეგ ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში, მოვფაროთ ფსკერი მთლიანად. დავასხათ კრემის ნახევარი, შემდეგ ისევ მოვაწყოთ ნამცხვარი და ისევ კრემი, გადავასწოროთ თავზე ლამაზად და მოვაცრათ კაკაო. შევინახოთ მაცივარში 4-5 საათი. ტირამისუ მზადაა. მიირთვით გემრიელად! 855 13-ს მოსწონს
|