ფეხბურთი
ფელაინის დაბრუნება გადაიდო
2013, 21 დეკემბერი, 14:14
როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი საკუთარ გუნდს ჩემპიონატში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო 26 წლის ფეხბურთელს 4 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ ის სამედიცინო შემოწმებაზე გაგზავნეს და ვარაუდობდნენ, რომ მოედანს რთული საშობაო პერიოდის წინ დაუბრუნდებოდა, თუმცა, როგორც Sky Sports-ი იტყობინება, ფელაინს ზურგის ტკივილმა არ გაუარა და ამიტომ დამატებით გამოკვლევაზე გაგზავნეს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი არ გამორიცხავს, რომ მარუანი თამაშს დიდი ხნით გამოეთიშა. რაც შეეხება კიდევ ერთ ტრავმირებულ ფეხბურთელ მაიკლ კარიკს, ის მოედანს ახალი წლის პირველ მატჩში, “ტოტენჰემთან” უნდა დაბრუნდეს.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge