x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველა დროის და ხალხის ყველაზე ცნობილი მოღალატეები

imageმოღალატეები და გამცემები ყველას აზარალებდნენ, ზოგჯერ იმათაც კი ვისზეც ისინი მუშაობდნენ, თუმცა არის ისტორიაში რთული შემთხვევები, როდესაც ჩვენ დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ იყო თუ არა ის ადამიანი დამნაშავე კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა ღალატი ეჭვის ნატამალსაც არ იწვევს, გთავაზობთ ყველა ხალხის და დროის ყველაზე ცნობილი მოღალატეებს, თავისებურ "სირცხვილის სტენდს". image 5-ვანგა ჯინგვეია-ყველაზე ცნობილი ჩინელი მოღალატე.იგი დაიბადა 1881 წელს, 21წლისა იაპონიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, იქ მან გაიცნო სუნ-იატ სენი, ცნობილი ჩინელი რევოლუციონერი და ამის შემდეგ მან მსოფლხედველობა შეიცვალა და იგიც მხურვალე რევოლუციონერად იქცა.მონაწილეობდა აქციებში მთავრობის წინააღმდეგ, შემდეგ ციხეშიც ჩასვეს, სადაც 1911 წლამდე იჯდა.ბოლოს და ბოლოს სენმა, ვანგამ და მათმა გარემოცვამ გაიმარჯვა და 1920 წელს ხელისუფლებაც ჩაიგდეს ხელში, სენის გარდაცვალების შემდეგ ვანგა ჯინგვეია სახლმწიფოს მეთაურად მოგვევლინა....თუმცა ვანგამ მთლიანად მოშალა სახელმწიფო მანქანა, ნაციონალური ინტერსებზე საერთოდ არ ზრუნავდა, ქვეყანა ჩააბარა იაპონელებს, კრიზისულ პერიოდში მიატოვა ქვეყანა და დამპყრობლებთან(იაპონელებთან) გადაბარგდა.image 4-მარკ იუნი ბრუტუსი-იულიუს ცეზარის გამონათქვამმა "შენც, ბრუტუს?" საუკუნეები გამოარა და ჩვენამდე მოაღწია, როგორც მწარე რეალობამ და დაგვანახა, როგორი შეიძლება იყოს "მეგობრობა."ბრუტუსი, რომელიც ცეზარის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა არა უბრალოდ შეთქმულების მონაწილე იყო, არამედ იგი სათავეში ჩაუდგა თავისი იმპერატორის და "საუკეთესო მეგობრის" მკვლელობის ორგანიზებას.თუმცა ხალხმა მოღალატეებს მხარი არ დაუჭირა, ნახა რა ბრუტუსმა საქმე წაგებული იყო, თავისავე ხანჯალზე წამოეგო.image 3-ოლდრიჩ ეიმსი-იყო ცსს-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო), ოფიცერი მაღალი ხელფასით, ჰქონდა შანსი ემუშავა დიდხანს და ნაყოფიერად, ჰქონოდა მაღალი პენსია, თუმცა მოიყვანა რუსი ცოლი და პარალელურად სუკის აგენტი გახდა.ორმაგმა აგენტმა ყველა ამერიკელი ჯაშუში "ჩაუშვა", რომელიც საბჭოთა კავშირში მუშაობდა, ამასთანავე 100-ზე მეტი ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის სამხედრო ოპერაციების შესახებ.საერთო ჯამში მან 4, 6 მილიონი დოლარი იშოვა.ბოლოს და ბოლოს იგი გაშიფრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო რუსის ცოლს უბრალოდ სამხრეთ ამერიკაში გაუკეთეს დეპორტაცია.image 2-ვიდგუნ კვისლინგი-ნორვეგიელი მოღალატე, დაიბადა ლუთერანი მღვდლის ოჯახში, კარგი განათლება მიიღო, შემდეგ მაიორი გახდა და იყო ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი 1931-33 წლებში, 1933 წელს შექმნა "ეროვნული თანხმობის" პარტია, 1936 წლებში მისმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდგუნმა თავის თავს "ფერერი" უწოდა(შეადარე ჰიტლერი-"ფიურერი), იგი მოუწოდებდა ნორვეგიელ ხალხს დამორჩილებოდნენ გერმანელ ფაშისტებს, თვითონ ვიდგუნი აგროვებდა ებრაელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ოსვენციმის ბანაკში აგზავნიდა.ნორვეგიელი ხალხი აქტიურად იბრძოდა ოკუპანტების წინააღმდეგ, ხოლო მას "მოღალატე "უწოდეს.იგი სათანადოდაც დასაჯეს, დაიჭირეს 1945 წლის 9 მაისს, ხოლო 24 სექტემბერს დახვრიტეს.image 1- როგორ ფიქრობთ, ვინ არის ყველაზე ცნობილი მოღალატე ათეულობით მილიონი ადამიანისთვის, განურჩევლად ეროვნებისა? რა თქმა უნდა, ეს არის იუდა ისკარიოტელი, კაცმა, რომელმაც უღალატა ქრისტეს."30 ვეცხლი"და "იუდას ამბორი" - ეს არის ღალატის სინონიმი, ისევე როგორც მისი- მოღალატის სახელი ყველა მოღალატეებს შორის.

5
1081
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1081
  
2013, 31 დეკემბერი, 15:49
მიხეილ სააკაშვილი,ედუარდ შევარდნაძე.....
2013, 21 დეკემბერი, 20:00
მეც კითხვა რომ დავიწყე ვფიქრობდი იუდა რომ არ იყოს ნახსენები არ შეიძლებათქო :-) ძალიან კარგი სტატიაა.
2013, 21 დეკემბერი, 19:07
მადლობა გაიხარეთ!!
2013, 21 დეკემბერი, 16:50
ერთ-ერთი საინტერესო სტატიაა თქვენს სტატიებს შორის. ინ-იანის არ იყოს, გული მიგებდა, რომ "იუდას" შესახებაც გადავეყრებოდი სტატიაში, იგი ხომ საუკუნო და გარდაუვალი თემაა, თუმცა თუ დავფიქრდებით დღეს ყველანი იუდები ვართ, უბრალოდ საჭიროა საკუთარ გულში ჩავიხედოთ.
2013, 21 დეკემბერი, 16:31
wow
სტატია არაჩვეულებრივია ძალიან მომეწონა და სანამ ჩავიდოდი სათავეში უკვე აშკარა იყო ვინ იქნებოდა ნომერ პირველი
მომეწონა
0 1 5