x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გააუქმებს თუ არა რუსეთი ვიზებს საქართველოსთვის?

image საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ვიზების გაუქმება იქნება პოზიტიური ნაბიჯი.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა გააუქმოს საქართველოსთან 2000 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმი. რუსეთის ლიდერმა ამის შესახებ 19 დეკემბერს გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "მოსკოვი ხედავს იმ სიგნალებს, რომელსაც საქართველოს ხელმძღვანელობა გადმოსცემს" და მიიჩნევს, რომ აუცილებელია ექსპერტების დონეზე განიხილონ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობა.
"მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ორ ქვეყანას შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხელს შეუწყობს ორი ხალხის ერთმანეთთან ურთიერთობას, დაეხმარება ქართულ კომპანიებს იმუშაონ რუსულ ბაზარზე და ზოგადად ფუნდამენტურ პირობების შექმნას ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზებისთვის", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ეს იყო სიურპრიზი ქართულ საზოგადოებისთვის - იმიტომ, რომ პუტინის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, რუსეთი ვიზების გაუქმებისთვის არ არის მზად.

ლავროვის განცხადების კომენტირებისას, პუტინმა განაცხადა, რომ "არ იცის, რას გულისხმობდა მინისტრი".



2011 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა საპასუხო ნაბიჯი მოსკოვიდან არ მოჰყოლია.

საქართველოში, პუტინის განცხადებას ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ. პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზების გაუქმება იქნება "პოზიტიური ნაბიჯი" მოსკოვის მხრიდან და დასძინა, რომ საქართველო ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას კრემლთან. ამასთანავე პრემიერ- მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთსა და საქართველოს კვლავ "განსხვავებული მოსაზრებები"აქვთ აგვისტოს ომის მიზეზებზე და შედეგებზე.


image რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდების აღიარება რჩება მთავარ საკამათო თემად ორი ქვეყნის ურთიერთობაში.


"იმისათვის, რომ გააუქმდეს სავიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის, რუსეთს სჭირდება პოლიტიკური ნება. ჩვენი მხრიდან რეჟიმი უკვე დიდი ხანია გაუქმდა. მე ახლაც ვერ ვხედავ რაიმე დაბრკოლებას", - განუცხადა BBC-ის რუსულ გამოცემას საქართველოს წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ზურაბ აბაშიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს მყარი პოზიცია აღდგინოს რუსეთთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები, ამ დღეებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ ქვეყანა არ დათანხმდება თბილისში გაიხსნას რუსეთის საელჩო მანამდე ვიდრე რუსეთის საელჩოები არსებობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა რუსეთი გაიყვანს ჯარებს საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან -განაცხადა მინისტრმა.

0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0