ნამცხვრები ტორტი "ზანგის ღიმილი" (ფოტორეცეპტი) 2013, 20 დეკემბერი, 22:18 მასალა: შაქარი–260 გრამი კეფირი–1/2 ლიტრი კვერცხი–3 ცალი ფქვილი–300–350 გრამი კაკაო–2 სუფროს კოვზი სოდა ძმრით–1 ჩაის კოვზი მოხარშული შესქელებული რძე–1 ქილა არაჟანი 15%–იანი–500 გრამი ნიგოზი–1 ჭიქა შოკოლადი მოსართავად–80 გრამი მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხები შაქართან ერთად, დავამატოთ კეფირი, კაკაო, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვამზადოთ ცომი. ცომი უნდა იყოს სქელი დასასხმელი, ჰგავს ალადების ცომს. ცომი გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ ცალ–ცალკე 22 სმ დიამეტრის ყალიბში ცხიმწასმულ პერგამენტზე. ცხვება დაახლოებით 35–40 წუთი. გავაციოთ კარგად და თითოეული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ესეიგი გამოვა სულ 4 ფირფიტა. მოვამზადოთ კრემი: არაჟანში ავურიოთ მოხარშული შესქელებული რძე და დაჭრილი ნიგოზი. წავუსვათ ფენებს კრემი და დავაწყოთ ერთმანეთზე, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვახეხოთ შოკოლადი. მიირთვით გემრიელად! 2197 14-ს მოსწონს
|