x
image
რედაქტორი
ალუბლის ტორტი

image
ინგრედიენტები:


1 - კვერცხის გული
1-კვერცხი ცილა
1-სუფრის კოვზი ცხელი წყალი
40გრ-შაქარი
100გრ- ფქვილი
1ჩკ-საფუარი
1-შეკვრა თეთრი ჟელატინი
5- სუფრის კოვზი ცივი წყალი.
450გრ- იოგურტი
30 გრ- შაქარი
340გრ-კონსერვირებული ალუბალი
125გრ-ალუბლის წვენი
10გრ-სახამებელი.


მომზადების წესი

image
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა აქაფებამდე, ნელ ნელა დავამატოთ

შაქარი, შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული და კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი საფუართან ერთად ნელ ნელა. შემდეგ ეს ცომი გადავასხათ ფორმაში და შევდოთ ღუმელში 20 წუთის მანძილზე.
გამოცხობის შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ.

image
ჟელატინს დავასხათ თბილი წყალი და გავაჩეროთ ცოტა ხნით. იოგურტს აურიოთ შაქარი და დავასხათ ალუბლის წვენი. ჟელატინი გავაცხელოთ და ვურიოთ სანამ არ გაიხსნება და შევურიოთ იოგურტიან მასას. ეს ყველაფერი წავუსვათ ბისკვიტს და შევდოთ მაცივარში.


image
125მლ ალუბლის წვენი და 2 სუფრის კოვზი სახამებელი და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და წავუსვათ ტორტს. ტორტს ვაცალოთ გაგრილება და გაჟღენთვა.


ორი საათის შემდეგ შეგიძლიათ გაჭრათ და მიირთვათ.


0
119
7-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0