x
image
მანჩო 777
უგემრიელესი და ორიგინალური სალათი "ორქიდეა"
image
ინგრედიენტები:

ლორი-200 გრამი

თეთრი სოკოს მარინადი-100 გრამი

მოხარშული კვერცხი-2 ცალი


კარტოფილის ჩიპსები-50 გრამი

კორეული სტაფილო-100 გრამი

მაგარი ყველი-150 გრამი

მაიონეზი

ჩიპსები და კვერცხის გული -მოსართავად


მომზადება:

სოკო და ლორი დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად, კვერცხი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, სტაფილო დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ფართე სასალათეზე ინგრედიენტები დავაწყოთ შემდეგი თანმიდევრობით:

პირველად სტაფილო, შემდეგ სოკო, შემდეგ ჩიპსები(დამსხვრეული), ლორი, გახეხილი ყველი და ბოლოს კვერცხი. ყველა ფენას დავასხათ ან გადავუსვათ თხლად მაიონეზი. ჩიპსების და კვერცხის გულისაგან გავაკეთოთ ორქიდეას ყვავილები და გავალამაზოთ სალათი.

მიირთვით გემრიელად!

0
86
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0