x
image
კატაპულტი
ვიტალი კლიჩკო:,,17 დეკემბერი შავ დღედ შევა უკრაინის ისტორიაში"

image

2013 წლის 17 დეკემბერს უკრაინის პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც იულია ტიმოშენკო სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გაეშვათ, რაც ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა იყო.

როგორც უკრაინის მთავრობის ოპოზიციის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, იგი შეშფოთებული და შოკირებულია იმ ფაქტით, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უკრაინა ფაქტობრივად მიყიდა რუსეთს და მილიარდობით კრედიტისა და იაფი გაზის სანაცვლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გაუმართლებელ კავშირზე დათანხმდა.

ვიტალი კლიჩკო წუხილს გამოთქვამს იმის შესახებ, რომ მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ვერ შეძლო ბრიუსელში გამგზავრება, სადაც უნდა დასწრებოდა ევროკავშირის კონსერვატიული პარტიების ყრილობას და ასევე უნდა შეხვედროდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელთანაც უკრაინაში განვითარებული პროცესები უნდა განეხილა.როგორც ყოფილი მოკრივე აღნიშნავს, მისთვის მეტად მნიშვნელოვანია ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა.რაც შეეხება თავად უკრაინელ ხალს, მათ უკვე დიდიხანია გადაწყვიტეს და ევროპული გზა აირჩიეს.მოსახლეობის მინიმუმ 70% მომხრეა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისა, ამის დასტურია კიევის ქუჩებში გამოსული ადამიანთა დიდი რაოდენობა.ისინი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას კი არა, არამედ ევროკავშირთან დაახლოებას მოითხოვენ.ჩვენ გვსურს, რომ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან, აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.მოვსპოთ კორუფცია.ეს ხომ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის ვაჟი, ფაქტიურად არაფრისგან, ნახევარი მილიარდი ევროს მფლობელი აღმოჩნდა? - აცხადებს კლიჩკო.მისი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა, რადგან რუსეთს რაც სურს, ასრულებს -მან ფაქტიურად იყიდა უკრაინა და პრეზიდენტი იანუკოვიჩიც აყოლილია ამ თამაშს.

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0