x
image
მანჩო 777
ტორტი "ჩიტის რძე" (კლასიკური ვარიანტი)
image

მასალა ბისკვიტისათვის:

კარაქი-100 გრამი

შაქარი-100 გრამი

კვერცხი-2 ცალი


ფქვილი-140 გრამი

ვანილი-გემოვნებით


მასალა სუფლესათვის:

ჟელატინი-20 გრამი

წყალი-140 გრამი

შაქარი-400 გრამი

კარაქი-200 გრამი

შესქელებული რძე-150 გრამი

კვერცხის ცილა-3 კვერცხის

ლიმონმჟავა-1/2 ჩაის კოვზი

ვანილი-გემოვნებით


მასალა მინანქრისათვის:

შოკოლადი-200 გრამი

კარაქი-100 გრამი


მომზადება:

დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, მოვხაზოთ მასზე ორი 20 სმ დიამეტრის წრე, ცომი გავყოთ ორად, თითოეული გავაბრტყელოთ ამ წრეებზე და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 9-10 წუთი. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაციოთ.

დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შესქელებულ რძესთან ერთად. ჟელატინი დავალბოთ წყალში ნახევარი საათით, შემდეგ მუდმივი მორევით გავადნოთ ორთქლზე ან ნელ ცეცხლზე, ოღონდ არ ავადუღოთ.მოვადუღოთ სიროფი 140 გრამი წყლისა და 400 გრამი შაქრისაგან. ავთქვიფოთ ცილები ლიმონის სიმჟავესთან ერთად კარგად. როცა ცილა კარგად გამაგრდება, მასში ნელ-ნელა ჩავუშვათ ცხელი სიროფი. გავაგრძელოთ თქვეფა და ფრთხილად დავამატოთ დამდნარი ჟელატინი და დანის წვერით ვანილი. სუფლე ჩვენს თვალწინ დაიწყებს გამაგრებას. ეს მასა ფრთხილად შევურიოთ კარაქის და შესქელებური რძის კრემს. ჩვენი სუფლე მზადაა. ავიღოთ შემოსახსნელ გვერდებიანი ფორმა, მასში მოვათავსოთ ერთი ფირფიტა, დავასხათ სუფლეს ნახევარი, დავადოთ მეორე ფირფიტა და დავასხათ დარჩენილი სუფლე. დავდოთ მაცივარში 2-3 საათით სუფლეს სრულ გამაგრებამდე, გამოვიღოთ და გადავასხათ მინანქარი: ორთქლის აბაზანაზე კარაქთან ერთად გავადნოთ შოკოლადი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადავასხათ ეს მინანქარი ტორტს და ისევ შევინახოთ მაცივარში.

მიირთვით გემრიელად!

image
image

4
1130
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1130
  
2014, 3 თებერვალი, 21:18
არაფრის, გენაცვალე..თუ რამეში დაგჭირდე, დაგეხმარები:)
2014, 3 თებერვალი, 20:57
დიდი მადლობა : )
2014, 3 თებერვალი, 9:41
აი სწორედ მაგ შე,მთხვევაში გჭირდებათ ასეთი მინანქარი, რომელიც ამ ტორტს აქვს, ანუ რასაც ცჩვენ ვაკეთებთ, ის მინანქარი მყარი არასოდეს არ იქნება, უმჯობესია კარაქთან ან ნაღებთან ერთად ორთქლის აბაზანაზე გამდნარი შავი შოკოლადი. ცოტა ძვირია მაგრამ სანდოა სამაგიეროდ:)
2014, 3 თებერვალი, 1:29
ქალბატონო მანჩო,შეგიძლიათ შოკოლადის რეცეპტი რომ მითხრათ,რომელიც გაციების შემდეგ მყარ მდგომარეობაში იქნება? ნამცხვრის მინანქრის რეცეპტი კი ვიცი,მაგრამ ის არც ისე მყარია გაციების შემდეგ.
0 1 4