ნამცხვრები ტორტი "ჩიტის რძე" (კლასიკური ვარიანტი) 2013, 18 დეკემბერი, 23:39 მასალა ბისკვიტისათვის: კარაქი-100 გრამი შაქარი-100 გრამი კვერცხი-2 ცალი ფქვილი-140 გრამი ვანილი-გემოვნებით მასალა სუფლესათვის: ჟელატინი-20 გრამი წყალი-140 გრამი შაქარი-400 გრამი კარაქი-200 გრამი შესქელებული რძე-150 გრამი კვერცხის ცილა-3 კვერცხის ლიმონმჟავა-1/2 ჩაის კოვზი ვანილი-გემოვნებით მასალა მინანქრისათვის: შოკოლადი-200 გრამი კარაქი-100 გრამი მომზადება: დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, მოვხაზოთ მასზე ორი 20 სმ დიამეტრის წრე, ცომი გავყოთ ორად, თითოეული გავაბრტყელოთ ამ წრეებზე და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 9-10 წუთი. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაციოთ. დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შესქელებულ რძესთან ერთად. ჟელატინი დავალბოთ წყალში ნახევარი საათით, შემდეგ მუდმივი მორევით გავადნოთ ორთქლზე ან ნელ ცეცხლზე, ოღონდ არ ავადუღოთ.მოვადუღოთ სიროფი 140 გრამი წყლისა და 400 გრამი შაქრისაგან. ავთქვიფოთ ცილები ლიმონის სიმჟავესთან ერთად კარგად. როცა ცილა კარგად გამაგრდება, მასში ნელ-ნელა ჩავუშვათ ცხელი სიროფი. გავაგრძელოთ თქვეფა და ფრთხილად დავამატოთ დამდნარი ჟელატინი და დანის წვერით ვანილი. სუფლე ჩვენს თვალწინ დაიწყებს გამაგრებას. ეს მასა ფრთხილად შევურიოთ კარაქის და შესქელებური რძის კრემს. ჩვენი სუფლე მზადაა. ავიღოთ შემოსახსნელ გვერდებიანი ფორმა, მასში მოვათავსოთ ერთი ფირფიტა, დავასხათ სუფლეს ნახევარი, დავადოთ მეორე ფირფიტა და დავასხათ დარჩენილი სუფლე. დავდოთ მაცივარში 2-3 საათით სუფლეს სრულ გამაგრებამდე, გამოვიღოთ და გადავასხათ მინანქარი: ორთქლის აბაზანაზე კარაქთან ერთად გავადნოთ შოკოლადი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადავასხათ ეს მინანქარი ტორტს და ისევ შევინახოთ მაცივარში. მიირთვით გემრიელად! 1130 12-ს მოსწონს
|