არქიტექტურა ყველაზე უცნაური სტადიონები მსოფლიოში 2013, 17 დეკემბერი, 20:14 მსოფლიოში უამრავი სტადიონია: ნაკლებადცნობილი და სახელგანთქმული, გრანდიოზული და მცირე, დახვეწილი არქიტექტურით თუ უცნაური, ორიგინალური დიზაინით შექმნილი. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს, რომლებიც გამორჩეულია თავისი ექსტრავაგანტურობით.
ეს საოცარი სტადიონი მდებარეობს იაპონიის ქალაქ ოსაკაში სახელწოდებით Osaka stadium». ის იტევს 31 369 მაყურებელს. ადრე აქ განთავსებული იყო კალათბურთის მოედანი, ხოლო ამჟამად საცხოვრებელი კომპლექსია.
სტადიონი კარაკასში, მისი სახელია «Cocodrilos Sports Park». სტადიონი პორტუგალიაში სახელად «Braga» ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონია ქვეყანაში.მისი აშენება 150 მილიონი დოლარი დაჯდა. 1989 წელს აშენებული სტადიონი ხორვატიაში, იტევს 4000 მაყურებელს. სტადიონი ნორვეგიაში, აგებული 100 წლის წინ. ეკოლოგიური სტადიონი ბრაზილიაში «Janguito Malucelli» ცნობილია იმით, რომ მის აგებაზე ბეტონი საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. აი ასეთი უცნაური სტადიონია ფარერის კუნძულებზე, პირდაპირ ზღვის პირას. იმ შემთხვევაში, თუ ბურთი წყალში გადავარდა, სპეციალურად ამ საქმისათვის დაქირავებული ადამიანი, რომელიც მატჩის დროს ნავით დაცურავს ნაპირთან, ბურთს წყლიდან ამოიტანს. სინგაპურის ულამაზესი სტადიონი »Marina Bay» გათვლილია 30 000 მაყურებელზე. ის მთლიანად ლითონისგანა შექმნილი. რუსების მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აშენებული სტადიონი, რომელიც 59 000 მაყურებელს იტევს. დაბოლოს, სტადიონი-ინკოგნიტო...აბა თავი იმტვრიეთ, თუ სად მდებარეობს. სხვათაშორის ეს სტადიონი იმდენ მაყურებელს იტევს, რამდენიც დაეტევა. 135 11-ს მოსწონს
|