x
image
worldsport.ge
გულშემატკივრებმა სუარესი გამოარჩიეს

imageფეხბურთის გულშემატკივართა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი დაასახელა. დაჯილდოვების ცერემონიალი “ემირეიტსზე” ჩატარდა.
“ამ პრიზის მიღება მნიშვნელოვანი იყო. გულშემატკივართა აღიარება განსაკუთრებულია, რადგან მე მათთვის ვთამაშობ. ყველამ იცის, რომ არცთუ იოლი წელი მქონდა, მაგრამ დავბრუნდი და კარგადაც ვთამაშობ. ამაში გულშემატკივართა დამსახურება დიდია”, - განაცხადა ურუგვაელმა დაჯილდოვების შემდეგ.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის 11 მატჩში, სუარესმა 17 გოლი მიითვალა.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0