x
image
კატაპულტი
პუტინმა ატომური რაკეტები ევროპის საზღვრებთან განალაგა

imageრუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მოკლე რადიუსის მქონე რაკეტები განალაგეს ევროპის საზღვრების სიახლოვეს.

“ისკანდერ-მ"-ის ტიპის რაკეტები რუსეთის დასავლეთით სამხედრო ბაზაზეა განლაგებული.ეს ტერიტორია მოიცავს როგორც კალინინგრადს, ასევე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგსაც.პირველი ამათგანი კი “NATO"-ს წევრი ქვეყნების - ლიტვასა და პოლონეთს შორის მდებარეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ატომური რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 500 კილომეტრია, რაც მთლიანად ფარავს პოლონეთის ტერიტორიას, ხოლო თეორიულად შესაძლებელია, რომ გერმანიის დედაქალაქ ბერლინამდეც კი მიაღწიოს(მანძილი კალინინგრადიდან ბერლინამდე 527კილომეტრია).

როგორც ეტყობა, რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე დამუქრებით არ შემოიფარგლება და მზადაა ყველას წინააღმდეგ იბრძოლოს ან დაიმუქროს მაინც, ვინც მის გეგმებს წინ გადაეღობება.ყოველივე ამის ფონზე დიდად გასაკვირი არც უნდა იყოს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარის თქმა.ძნელია ისეთი პოტენციალის მქონე ქვეყანას, როგორიც რუსეთია, რამეში შეეწინააღმდეგო.როგორც იტყვიან, უკრაინის პრეზიდენტმა “ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა".

საინტერესოა, ამჯერად როგორი იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია და შეძლებს თუ არა იგი რუსეთის თავაშვებული ქმედებების შეჩერებას, უკრაინას და საქართველოს მხოლოდ ეს იმედიღა შემოგვრჩენია.

4
134
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
134
  
2013, 19 დეკემბერი, 11:36
მადლობა ინფორმაციისათვის,გადავამოწმე ახლა და 2018 წელს იგეგმება ამ რაკეტების ბირთვული ქობინებით აღჭურვა
2013, 19 დეკემბერი, 11:24
ბრალს კი არ გდებთ რამეში, უბრალოდ ეს რაკეტები ბირთვულ ქობინს არ შეიცავს ჯერჯერობით.
რაკეტა კი ოპერატიულ–ტაქტიკური დანიშნულებისაა.
2013, 19 დეკემბერი, 11:13
სტატია ნათარგმნია ერთ-ერთი გერმანული საიტიდან და იქ მსგავსი არაფერი იყო ნახსენები
2013, 18 დეკემბერი, 22:59
ერთი შესწორება! ეს რაკეტები ოპერატიულ–ტაქტიკურია და ბირთვული ქობინი არ გააჩნია.
0 1 4