ტკბილეული ოჰ, ეს არაჩვეულებრივი შოკოლადი! 2013, 16 დეკემბერი, 23:55 ![]() ყოველწლიურად ბერლინში იმართება გამოფენა "Import Shop", რომელზეც უამრავი სხვადასხვა სახის საქონელია წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საინტერესო იყო ერთ-ერთი სტენდი, სადაც იტალიელებმა წარმოადგინეს შოკოლადის ნაწარმი. საგამოფენო სტენდთან მისული ადამიანი ალბათ გაკვირვებული უყურებდა დაჟანგულ ქანჩებს, ბრტყელტუჩებსა და ლურსმნებს, რომელიც სუვენირების ყუთში ლამაზად იყო შეფუთული. ![]() ![]() აღმოჩნდა, რომ ეს შოკოლადი იყო, რომელიც ისე ჰგავდა ჩამოთვლილ საგნებს, რომ განცვიფრებაში მოჰყავდა ყველა მნახველი. იტალიელი მეწარმეები არც პრანჭია გოგონებს ტოვებენ უყურადღებოდ: აი, შოკოლადის ნაკრები მათთვის. ![]() ეს კი გურმანებისათვის: ყველის ნაჭერი, ძეხვი, სახეხიც კი ყველისა და ბოსტნეულისათვის და ეს ყველაფერი შოკოლადისაა. ![]() ცხენოსნობის მოყვარულთათვის კი აი ეს გამოდგება. ![]() საინტერესოა, კბილის პროთეზი თუ შენიშნეთ წინა სურათზე. შემდეგი სტენდი უკვე სახელგანთქმულ გერმანულ უნივერმაღ КаДеВе-ს ეკუთვნის. აქ კომენტარები ზედმეტია. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 58 11-ს მოსწონს
|