x
image
worldsport.ge
“ვესტ ბრომვიჩი”: ფელანი, იოლი, სოლსკიაერი და სხვები

imageინგლისის “ვესტ ბრომვიჩის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტივ კლარკის დათხოვნის შემდეგ ახალი თავკაცის ძიებაშია.
Guardian-ის ცნობით, ამ პოსტზე ნომერ პირველ კანდიდატურად სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი მაიკ ფელანი მოიაზრება, რომელმაც “წითელი ეშმაკები” მას შემდეგ დატოვა, რაც იქ მთავარ მწვრთნელად დევიდ მოიესი დაინიშნა.
შესაძლოა კლუბში დაბრუნდეს “ვესტ ბრომვიჩის” ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ ეპლტონი, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა “ვესტ ბრომვიჩის” პრეზიდენტ ჯერემი პისზე. 38 წლის სპეციალისტს დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილებაც აქვს - ის “პორტსმუთში”, “ბლექპულსა” და “ბლექბერნში” მუშაობდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ალბიონში” ჰოლანდიელი მრტინ იოლის ვარიანტსაც განიხილავენ. 57 წლის სპეციალისტი ცოტა ხნის წინ “ფულემიდან” დაითხოვეს და შესაძლოა, მან გარკვეული პერიოდით დასვენება გადაწყვიტოს.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ნორვეგიულ “მოლდესთან” კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და ზაფხულში ამ კლუბს დატოვებს. მან ორჯერ მოიგო ნოვეგიის ჩემპიონატი და თასი, თუმცა უცნობია, ისურვებს თუ არა ამ ეტაპზე “ნისლიან ალბიონზე” მწვრთნელის რანგში დაბრუნებას.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0