x
image
worldsport.ge
ვახტანგ წერეთელი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტია

imageკვირას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია გაიმართა. ასოციაციის ახალ პრეზიდენტად 4 წლის ვადით ვახტანგ წერეთელი აირჩიეს. ასევე შეიცვალა გამგეობა. 5 კაციანი გამგეობის თავმჯდომარე ვახტანგ წერეთელია, ასევე წევრები არიან: ლევან გრიგოლია (ვიცე-პრეზიდენტი), ზვიად ხაჩიაშვილი (ვიცე-პრეზიდენტი), ნინო ნებიერიძე (გამგეობის წევრი) და ალექსანდრე ლეჟავა (გამგეობის წევრი).
ასევე შეიცვალა ასოციაციის წესდება, რომელიც ამჟამად სრულად შეესაბამება უეფას და სფფ-ის მოთხოვნებს. როგორც კონფერენციის მონაწილებმა “მსოფლიო სპორტს” უთხრეს, ეს წესდება სფფ-ის იურიდიული განყოფილების მიერაა მოწონებული.
სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0