x
image
მანჩო 777
შოკოლადის "ბრაუნი"-უგემრიელესი დესერტი
image
დილა მშვიდობის, ჩემო ხელმარჯვე დიასახლისებო. მინდა შემოგთავაზოთ " ბრაუნის" განსხვავებული ვარიანტი. იმედია მოგეწონებათ და კიდევ ერთხელ გაახარებთ ოჯახის წევრებს გემრიელი ნუგბარით.

მასალა:

მწარე შოკოლადი(75% ან მეტი)-200 გრამი

კარაქი-180 გრამი


კვერცხი-3 ცალი

შაქარი-150 გრამი

ფქვილი-125 გრამი

მარილი, ვანილი-დანის წვერით

ნიგოზი, შავქლიავის ჩირი, კურაგა-თითოეული 80 გრამი

მომზადება:

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი ერთად.

წვრილად დავჭრათ ნიგოზი, კურაგა და შავქლიავის ჩირი.

კვერცხები ავთქვიფოთ შაქართან ერთად მიქსერით კარგად. დავამატოთ გამდნარი შოკოლადი, მოვურიოთ კარგად ხის კოვზით. აქვე დავამატოთ ფქვილი, ვანილი, მარილი და მოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი და ჩირი.

image

ჩავასახათ ცომი 22-25 სმ დიამეტრის პერგამენტიან ცხიმწასმულ ფორმაში(შეიძლება გამოვიყენოთ ოთხკუთხა ფორმაც) და შევდგათ 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.

image

ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი, გამოვიღოთ, გავაგრილოთ ოდნავ და ამოვიღოთ ფორმიდან.

ოდნავ თბილი დავჭრათ პატარა ოთხკუთხა ნაჭრებად, სუფრაზე მივიტანოთ ყავასთან ან ვანილის და შოკოლადის ნაყინთან ერთად.

მიირთვით გემრიელად!

image

0
300
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0