სოჭში ტურისტებს უცნაური ფორმით დაწერილი ორენოვანი აბრებით დახვდებიან.
2013, 14 დეკემბერი, 14:54
გენაცვალეთ სწავლა–განათლებაში სოჭის ადმინისტრაციავ ანუ ინგლისური ენის "სოჭური" დიალექტი. სოჭში მთელი სვლით მიდის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადება, როგორც ცნობილია 2014 წელს სოჭში ტარდება ზამთრის ოლიმპიადა. ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიიზიდონ ტურისტები. ძველი აბრებიც კი შეიცვალა ორენოვან აბრებზე, თუმცა აქ დაიწყო რაც დაიწყო. ინგლისურენოვანი წარწერები რატომღაც უცნაურია–დიალექტიკური. თუმცა როცა კარზეა მომდგარი გრანდიოზული ოლიმპიადის დაწყება და სტუმრებსაც ბლომად ელიან წარწერებს აბა ვინ მიაქცევს ყურადღებას, მთავარია სასტუმროში თუ კერძო სახლში დაბინავებულმა ტურისტმა მიაგნოს ამ სასტუმროს ან სახლს. გთავაზობთ, მართლაც რომ უცნაურ წარწერებს სოჭის სასტუმროების აბრებზე და კერძო სახლების აბრებზე.