შოუბიზნესი უცნაურად გამოწყობილმა ლედი გაგამ კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება 2013, 13 დეკემბერი, 13:35 ლედი გაგას უცნაურობაზე ალბათ აღარც კი ღირს ყურადღების გამახვილება, იმდენად ხშირად გვევლინება არაორდინალურად გამოწყობილი. ახლაც არ უღალატა თავის ტრადიციას და მწვანე თმებით, მოკლე წითელი კაბით და ქუდის მაგივრად თავზე ცოცხალი ნაძვის ხით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ნაძვის ტოტები მორთული იყო საახალწლო სათამაშოებით, ხოლო ნაძვის ხის წვერზე ოქროსფერი ვარსკვლავიც ქონდა დამაგრებული. მოკლედ თავზე ნამდვილი საახალწლო ნაძვის ხე ედგა. ასეთ ფორმაში იგი გამოცხადდა ლონდონში წინა საშობაო ზეიმზე. ლედი გაგას კაბების კოლექციაში, რომელშიც შედის ხორცის კაბა, მფრინავი კაბა და ასე შემდეგ, თავზე ნაძვი მართლაც აღარ არის გასაკვირი. საინტერესოა შობის ღამეს რითი შეიმოსება, ალბათ ნათურებსაც დაამატებს. 27 3-ს მოსწონს
|