ნამცხვრები ჩვენი ბავშვობის საყვარელი ნუგბარი-ნამცხვარი "კაკალი" 2013, 12 დეკემბერი, 12:31 ჩემო ხელმარჯვე დიასახლისები, ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი და ყველასათვის საყვარელი ნამცხვრის ''კაკლის" რეცეპტი. თუკი მისი გასაკეთებელი ფორმები სახლში მოგეძევებად, აუცილებლად გამონახეთ დრო ამ ნუგბარის მოსამზადებლად და დარწმუნებული ვარ, ოჯახის წევრების, განსაკუთრებით პატარების დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევთ. მასალა: 3 კვერცხი 200 გრამი კარაქი 150 გრამი შაქარი ვანილი, მარილი-გემოვნებით ფქვილი-3 ჭიქა გამაფხვიერებელი-დანის წვერით მოხარშული შესქელებული რძე-2 ქილა მოხალული ნიგოზი-სურვილისამებრ მომზადება: კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ დარბილებული კარაქი და კიდევ ავთქვიფოთ. გამოვრთოთ მიქსერი და ნელ-ნელა ხელით შევაზილოთ ფქვილი, რომელშიც დამატებული იქნება მარილი დანის წვერით, ვანილი და გამაფხვიერებელი. მოვზილოთ ცომი და დავდგათ 30 წუთით მაცივარში. ავიღოთ კაკლის ფორმა, წავუსვათ თითოეულს ცოტაოდენი ზეთი ან კარაქი, ცოტაოდენი ცომი ამოვაკრათ ყველა მათგანში. დავაწყოთ კაკლები თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. გავაგრილოთ ნამცხვარი და გულები ამოვავსოთ მოხარშული შესქელებული რძით. სურვილისამებრ გულში ჩავდოთ მოხალული ნიგვზის ლებნები. მივაკრათ ნახევრები ერთმანეთს. ჩვენი ნუგბარი მზადაა. მიირთვით გემრიელად! 1035 11-ს მოსწონს
|